ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობასაკმარისია ამ რეცეპტების მომზადება ქუთუთოების ხშირი შეშუპებისა და ანთების დროს ! 

საკმარისია ამ რეცეპტების მომზადება ქუთუთოების ხშირი შეშუპებისა და ანთების დროს ! 

flekosteli

საკმარისია ამ რეცეპტების მომზადება ქუთუთოების ხშირი შეშუპებისა და ანთების დროს ! 

თვალებქვეშ შეშუპებას, ანთებას და  ტომრების გაჩენას იწვევს:

  • სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ ნესტიან დღეებში), ჰორმონული ფონის ცვლილება, მარილიანი საკვები;
  •  ძილის უკმარისობა;
  •  ალერგია, დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესივებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი);
  •  მემკვიდრეობითი განწყობა (ეს ფიზიოლოგიური თავისებურება შესაძლოა სისხლით ნათესავებსაც ჰქონდეთ).

როგორ ვლინდება

შეშუპებული თვალებისთვის დამახასიათებელია:

  •  მსუბუქი შესივება;
  •  მოშვებული კანი
  • მუქი წრეები თვალების გარშემო.

რამდენიმე წელია, კომპიუტერთან ვმუშაობ. დღეში 6-7 საათს მონიტორთან ჯდომა
მიწევს. თავდაპირველად ამგვარ დატვირთვას ადვილად ვუძლებდი, ახლა კი სულ უფრო მეტად მიჭირს, თვალების გადაღლის სინდრომისთვის დამახასიათებელი აშკარა ნიშნები
მაწუხებს.

რამდენიმე თვის წინ ნაცნობების რჩევით ხელოვნური ცრემლის ხმარება ვცადე,
მაგრამ მაინცდამაინც არ მიშველა. ერთერთ წვეულებაზე მეგობრებთან დავიჩივლე, მათ კი პიტნის ნაყენი მირჩიეს.

სიცილად არ მეყო, მაგრამ მაინც ვსინჯე და რამდენიმე დღის შემდეგ აშკარა შვება ვიგრძენი. გთავაზობთ ამ მეტად სასიამოვნო წამალს ყველას, ვისაც
თვალების გადაღლა აწუხებს.

ეს რეცეპტი გამოგადგებათ ქუთუთოების ხშირი შეშუპების და ანთების დროსაც.უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი პიტნა (უმჯობესია ველური) და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, დადგათ დაბალ ცეცხლზე და ადუღოთ 5-10 წუთს, გააგრილოთ და გადაწუროთ. მიიღებთ ნახარშს, რომელიც უნდა გააცივოთ ოთახის ტემპერატურამდე.

შემდეგ მასში დაასველეთ ბამბის ტამპონი (ძლიერ არ გაწუროთ), გააბრტყელეთ და 10 წუთით დაიდეთ თვალზე.

ვისაც პიტნა არ მოსწონს, შეუძლია, გვირილის ნაყენი გამოიყენოს: 1-2 ჩაის კოვზ მშრალ გვირილას უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 10-15 წუთს, გაწუროთ და ნაყენში დასველებული საფენები 3-5 წუთით დაიწყოთ თვალებზე.

განსაკუთრებით კარგია ამ პროცედურის ჩატარება დილით, რათა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში თვალების დაღლილობამ თავი აღარ შეგახსენოთ.

თუ ქუთუთოები შეწითლებული გაქვთ, ხოლო კანი აქერცლილი, თბილ ნახარშში
დასველებული ტამპონი დაგჭირდებათ, რომელიც ზედიზედ 3-4-ჯერ 1-2 წუთით უნდა
დაიდოთ ქუთუთოებზე და მოიცილოთ.

თვალის გამოშრობის, ქუთუთოების შეწითლებისა და შესივების დროს შვებას მოგგვრით ცაცხვის ყვავილის ნაყენი: 1-2 ჩაის კოვზ გამხმარ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 10-15 წუთს და თვალები ამოიბანოთ. გადაღლილ თვალებს, გაწითლებულ ქუთუთოებს უხდება ახალი კიტრის წვენის საფენებიც.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !