ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაქონდრის და კამის ნახარში, რომელიც ძალიან ეფექტურად მკურნალობს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას და...

ქონდრის და კამის ნახარში, რომელიც ძალიან ეფექტურად მკურნალობს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას და ქოლესტიტს!.. 

flekosteli

ქონდრის და კამის ნახარში, რომელიც ძალიან ეფექტურად მკურნალობს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას და ქოლესტიტს!.. 

“თუ არადიეტური საკვების მიღებისას გეშლებათ კუჭი, როგორც ჩანს, თქვენ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ გაქვთ ქოლეცისტიტი. ამისთვის კი ძალიან კარგია ქონდარი და კამა, ჩვეულებრივი ქონდარი მოხარშეთ, დაშაქრეთ და სვით დღეში 3-4-ჯერ 50 გრამი, 10 დღის განმავლობაში. ბევრი არ სვათ, თორემ სმენა დაგიქვეითდებათ, ერთი სუფრის კოვზი თესლიანი კამა წამოადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ღვინის ჭიქით, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. იგი შველის შებერილობას და არ ჩენს ქოლეცისტიტს. ორივე გამოცდილია და კარგი შედეგი აქვს. ჯერ ქონდარი სინჯეთ. შეგიძლიათ ორივე ერთადაც მიიღოთ, მკითხველი”

ექიმის კომენტარი: ცნობილია, რომ ქონდარში არის თიმოლის შემცველი ეთეროვანი ზეთი და მთრიმლავი ნივთიერებები. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც ამოსახველებელ, ანთების საწინააღ- მდეგო საშუალებას — ეფექტიანია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეიტების, პნევმონიების დროს. გარდა ამისა, ქონდარს აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. სწორედ ამ უკანასკნელთან უნდა იყოს დაკავშირებული მისი ეფექტი ქოლეცისტიტის მკურნალობისას. კამა აძლიერებს კუჭ ნაწლავის სეკრეციას, აქვს ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, შარდმდენი მოქმედება, არეგულირებს ნაწლავთა მოტორიკას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.

გარდა ამისა, კამის ნაყენი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აქვს კორონარების (გულის მკვებავი სისხლძარღვების) და პერიფერიუ- ლი სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი. აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის, სპაზმების, მეტეორიზმის (გაზების), სპაზმური კოლიტების დროს. კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გარდა იმისა, რომ მისი ნაყენი ამოსახველებელი საშუალებაა, აუმჯობესებს ლაქტაციას (რძის გამოყოფას) მეძუძურ დედებში.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !