ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაეს ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან...

ეს ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოდევნაში!

flekosteli

ეს ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოდევნაში!

ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა:

1, 1 ჩ/ჭ დაკეპილი მზესუმზირის ფესვები 3-5 წუთი ადუღეთ 3 ლ წყალში. გადაწურული ნახარში სვით 3 დღე. გამოყენებული ფესვები არ გადაყაროთ შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე, შემდეგ ხელახლა დაასხით 3 ლ წყალი და ისევ ადუღეთ, მაგრამ ამჯერად 10 წუთი. ასევე მოიქეცით მესამედაც, ოღონდ ამჯერად ფესვები 15 წუთი ადუღეთ.

მიღება : დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დალიოთ 3-დან 6 ჭიქამდე ნახარში (იმის მიხედვით, რა სახის კენჭები გაქვთ).

ასევე გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტებიც: #2. გარეცხილ, გათლილ და წვრილად დაჭრილ 2 დიდ თავ ჭარხალს დაასხით 3 ლ ცივი წყალი და თავდახურული დადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ ისე, რომ წყალმა დუღილი არ შეწყვიტოს. დაახლოებით 5 საათის დუღილის შემდეგ მიიღებთ ბლანტ წვენს. ნახარში გადაწურეთ ქილაში, ჭარხალი კი დოლბანდში გაწურეთ და დაუმატეთ ნახარშს. წვენი უნდა შეინახოთ მაცივარში და სვათ ოდნავ შემთბარი, 50-50 გ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ანდა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ.

ეს ორი საშუალება ერთად სასწაულებს ახდენს. ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, ოპერაციას გადაურჩა. თქვენც იმავეს გისურვებთ.!

ექიმის კომენტარი: მზესუმზირის თესლი მდიდარია ზეთით, ცილებით, ნახშირწყლებით, ფიტინით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. მზესუმზირის ღერო და ყვავილედი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი მოქმედებით ხასიათდება, აგრეთვე, აწესრიგებს ნაწლავურ ფლორას. ყვავილის ფურცლების სპირტიან ნაყენს იყენებენ მალარიის სამკურნალოდ, მადის მოსაყვანად.

ხოლო ჭარხალი შეიცავს ცილებს, უჯრედისს, შაქრებს, ცხიმებს, საღებავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. მისი ყველა ნაწილი გამოიყენება საკვებად და ძალიან სასარგებლოა!!

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !