ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი, თუმცა ამ მდგომარეობას მარტივად დავაღწიე თავი ჭინჭრის ნაყენის...

ძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი, თუმცა ამ მდგომარეობას მარტივად დავაღწიე თავი ჭინჭრის ნაყენის გამოყენების შემდგომ!!

flekosteli

ძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი, თუმცა ამ მდგომარეობას მარტივად დავაღწიე თავი ჭინჭრის ნაყენის გამოყენების შემდგომ!!

ძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი. არ დამკლებია მაცესტის, მენჯის, თბილისის ბალნეოლოგიური აბანოები . მართალია , დროებით მეხსნებოდა ტკივილი, მაგრამ მალე ისევ მეწყებოდა. თითქმის დავინვალიდდი. მიშველა ჭინჭრის ნაყენმა.

ჭინჭრის ფოთლები და ყლორტები რაც მეტი იქნება, უკეთესია, მოათავსეთ კილოიან ქილაში, დაასხით მდუღარე წყალი, თავი დაახურეთ და შეფუთეთ. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ღვინის ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამავე წესით შეიძლება გამოიყენოთ ცაცხვის ყვავილი. როდესაც შევატყვე, რომ ნაყენი ტკივილს მიხსნიდა, ჩაის ჭიქითაც დავიწყე სმა, მაგრამ არ უწყენია. მეზობლებს, ვისაც აწუხებდა სახსრების ტკივილი, ეს რეცეპტი ვასწავლე, ყველას უშველა.

ექიმის კომენტარი: ჭინჭრის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ რეცეპტის შესაფასებლად ურიგო არ იქნება მცენარის ფარმაკოლოგიური ღირებულებების კიდევ ერთხელ განხილვა. ჭინჭრის ფოთლები შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, ჭიანჭველამჟავას, გლიკოზიდ ურტიცინს, K ვიტამინს და ასკორბინის მჟავას, პანთოთენის მჟავას, კაროტინოიდებს, ჰისტამინს, ვიოლაქსანტინს, რკინის მარილებს, ქლოროფილს.

მცენარეში შემავალი ვიტამინები და რკინის მარილები ორგანიზმში მოხვედრისას აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას და ასტიმულირებს ერითროპოეზს (ერითროციტების წარმოქმნას). ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ჰემოსტაზური (სისხლდენის შემაჩერებელი) თვისება, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობას უკავშირდება.

ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შემადედებელი ფაქტორის პროთრომბინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ნაღველმდენი, ანტიანთებითი თვისებები, აგრეთვე, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას. ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მცენარეს ფარმაკოლოგიურ ღირებულებას მატებს ქლოროფილი, რომელსაც აქვს მასტიმულირებელი და მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და კუნთოვან ტონუსს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას (ეპითელიზაციას და გრანულაციას). ამდენად, მცენარე ბიოაქტიურ ნივთიერებათა მართლაც რომ უნიკალურ კომპლექსს შეიცავს და მისი ნაყენი არაერთი დაავადების დროსაა ეფექტიანი. თუმცა, თუ მაღალი პროთრომბინი გაქვთ, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ნაყენის უკონტროლოდ, ჭარბად მიღებისაგან.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !