ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა"შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან კარგია ვარდკაჭაჭას ნახარში, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს!, სცადეთ...

“შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან კარგია ვარდკაჭაჭას ნახარში, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს!, სცადეთ და შედეგით თქვენც ისიამოვნეთ..”

avia.ge

“შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან კარგია ვარდკაჭაჭას ნახარში, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს!, სცადეთ და შედეგით თქვენც ისიამოვნეთ..”

უკვე ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს, თუმცა ინსულინის ნემსები არ მჭირდება. სხვადასხვა საშუალებას ვიყენებ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ძალიან კარგია ვარდკაჭაჭას ნახარში, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს. მკურნალობის პირველი კურსი რომ ჩავიტარე, მივხვდი, რომ ვარდკაჭაჭა მხოლოდ შაქარს კი არ აწესრიგებს, მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს — უკეთესობა მალე ვიგრძენი.

ვარდკაჭაჭა ისევე მოქმედებს, როგორც ლობიოს გამხმარი პარკი, რომლის შესახებაც დიაბეტიანებმა კარგად იციან, თუმცა მე ვარდკაჭაჭა უფრო მომიხდა. ნახარშის მოსამზადებლად 2 ს/კ ვარდკაჭაჭას გამხმარ, დანამცეცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 10-15 წუთი. შემდეგ შეაგრილეთ , გადაწურეთ.  ნახარშის მომზადებისას წყლის ნაწილი აორთქლდება , ამიტომ ნახარში ერთ ჭიქამდე უნდა შეავსოთ ანადუღარი წყლით.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 5-6-ჯერ დღეში. თავიდან სუფრის კოვზით ვსვამდი, შემდგომ კი დოზის გარეშე , ჩაის ნაცვლად.  ვარდკაჭაჭა უვნებელი მცენარეა, ძალიან კარგად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. იმედია, დიაბეტიანები გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს.

ექიმის კომენტარი: ვარდკაჭაჭა ქართულ ტრადიციულ მედიცინაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამ მცენარის ფესვს მართლაც გააჩნია დიაბეტის საწინააღმდეგო ეფექტი: აქვეითებს გლუკოზის შემცველობას სისხლში და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას — ნივთიერებათა ცვლის დარღვევა კი შაქრიანი დიაბეტის თანმდევი პროცესია და საფუძვლად უდევს ამ დაავადების დროს განვითარებულ თითქმის ყველა პათოლოგიურ გამოვლინებას.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !