ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგანმაცვიფრებელი ფაქტები ჭაღარა თმის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ

განმაცვიფრებელი ფაქტები ჭაღარა თმის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ

avia.ge

განმაცვიფრებელი ფაქტები ჭაღარა თმის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ

ჭაღარა პირველად თავს საფეთქლების მიდამოებში იჩენს, გადადის კეფაზე და შემდეგ მთელ თავზე ვრცელდება. უეცრად გაჭაღარავებას კი ფარისებრი ჯირკვლის დაავადება იწვევს.

ასევე დადგინდა, რომ გაჭაღარავებას პირდაპირი კავშირი აქვს ანემიასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან და ვიტამინების ნაკლებობასთან.

ხშირად ამის მიზეზი რკინის ნაკლებობა ან ჰერპესია. რკინის ნაკლებობა თმის ცვენას, გამელოტებას და გაუფერულებას იწვევს. მოულოდნელი გაჭაღარავების მიზეზი ყველაზე ხშირად ორგანიზმში ცილა თიროზინის უკმარისობაა.

ეს ცილა ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში შედის. სწორედ ამის მიზეზია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჭარბი წონის გამო სხვადასხვა დიეტებით იფიტავენ ორგანიზმს, ადრეულად ჭაღარავდებიან.

ღარიბი და შეზღუდული საკვების მოხმარების დროს ორგანიზმი განიცდის თიროზინისა და სპილენძის მწვავე ნაკლებობას. სწორედ ისინი მონაწილეობენ საღებავი პიგმენტების წარმოქმნაში.

თუ ადამიანი გარკვეული მიზეზის გამო პერიოდულად იცავს დიეტას, ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ემუქრება. ეს გარდაუვალია. ამიტომ აუცილებელია დიეტისგან თავისუფალ დღეებში მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცილები.

ჭაღარა თმა გენეტიკას უკავშირდება.
ადამიანები, რომლებსაც გაჭაღარავება ეწყებათ 30 წლამდე, უკვე საფიქრებელია რომ ეს ფაქტი განპირობებულია გენეტიკით.

ადამიანების უმეტესობას გაჭაღარავება ეწყება შუა ასაკში. დერმატოლოგები 50/50/50 წესს უწოდებენ. 50 წლისთვის მოსახლეობის 50 პროცენტს აქვს თმის  50 პროცენტი გაჭაღაშავებული.

Როდესაც პირველი ჭაღარა გაჩნდება, ვცდილობთ მოვიმოქმედოთ ყველაფერი მათ დასამალად.

აქ მოცემულია ჭაღარების შეღებვის რამდენიმე გზა: 

თუ თქვენ გაქვთ ოდნავ ოდნავ ჭაღარა, შეგიძლიათ ხრამდენიმე ღეროს შეღებვა და არა მთლიანი თმის.

თუ ჭაღარა უფრო შესამჩნევია და არ ხართ მზად თმის მთლიანად შესაღებად, შეგიძლიათ სცადოთ თმის არასტაბილური საღებავი, რომელიც დაახლოებით 6 კვირაში ბოლომდე გადადის.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ ბუნებრივი საშუალებები. მაგალითად, ჩამოიბანეთ თმა შავი ჩაით (მოხარშეთ 2 სუფრის კოვზი შავი ჩაის ფოთოლი) ან ყავით (მოდუღებულ ყავას დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ძმარი).

Თუ არ გსურთ თმის ხშირად შეღებვა, შეგიძლიათ შეიფეროთ იგი სპეციალური ფერადი ფანქრით ან თმის ფხვნილით.

 

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !