ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგაგიზიარებთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც დროულად მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას - ამის ცონდა ყველას...

გაგიზიარებთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც დროულად მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას – ამის ცონდა ყველას სჭირდება ! 

avia.ge

გაგიზიარებთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც დროულად მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას – ამის ცონდა ყველას სჭირდება ! 

ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება–დეფეკაცია დღე-ღამეში 1-2–ჯერ აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

ჩვეულებრივ, შეკრულობად ითვლება ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით, შესაბამისად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.

დეფეკაციის გაძნელება სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნების შედეგი და ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა.

ადამიანი განუწყვეტლივ დეფეკაციაზე ფიქრობს, ნაწლავებში სიმძიმეს გრძნობს, წუხს. ნორმაში ადამიანმა დღეში 150-160 გრამამდე განავალი უნდა გამოყოს.

ფეკალური მასა არც თხელი უნდა იყოს და არც მკვრივი. ყოველი დეფეკაციის შემდეგ ადამიანს კმაყოფილების, კომფორტის შეგრძნება უნდა ჰქონდეს.

შეკრულობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ნაწლავების შემცირებული მოქმედება;
  • დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას;
  • მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • მუცლის ტკივილი.

რაც თავი მახსოვს, სულ შეკრულობა მტანჯავდა. კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში, ისიც წამლების ან ოყნის დახმარებით.

ბოლოს ვიკადრე, დავიწყე ხალხური
საშუალებების ძებნა და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მართლაც მივაგენი.

მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტები სხვებსაც გამოადგებათ.

20 გ დაქუცმაცებულ ხეჭრელის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, 30 წუთით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა ძილის წინ.

მიიღეთ 1 ჭიქა ყურძენი ან ყურძნის წვენი დღეში 3-ჯერ: პირველად დილით, უზმოზე, მეორედ — სადილამდე 1 საათით ადრე, ბოლოს — საღამოს.

180 გ მაწონს შეათქვიფეთ 10 გმცენარეული ზეთი და ჩაის კოვზით ნელ-ნელა მიირთვით ძილის წინ.

დილით 1 ს/კ თაფლი გახსენით 1 ჭიქა ცივ (ოთახის ტემპერატურის) წყალში და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.

150 გ ალოეს წვენს შეურიეთ 300 გ თაფლი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ (დილით, უზმოზე, და ძილის წინ), თან წყალი მიაყოლეთ. შეკრულობის დროს მიიღეთ 1/4-1 ჭიქა უმი კარტოფილის წვენი.

საფაღარათო თვისებები აქვს მჟავე კომბოსტოს წვენს. მიიღეთ დღეში 1/2 ჭიქა, თბილი

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !