ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუარო....

45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებები. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.

flekosteli

45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა
მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებები. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.

კივი თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. კივი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამში მხოლოდ 48 კკალორიაა.

კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე:

  • ცილები – 0,8 გრამი
  • ცხიმები – 0,4 გრამი
  • ნახშირწყლები – 8,2 გრამი
  • ნაცარი – 0,5 გრამი
  • წყალი – 83,9 გრამი

კივი მდიდარია უჯრედისით, ამინომჟავებით, შეიცავს ასევე ფრუქტოზას, გლუკოზას, ვიტამინებს С, Е, РР, А, В1, В2, В3, В6, ბეტა–კაროტინს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფლავონოიდებს, პექტინებს, ენზიმებს, ფოლიუმის მჟავას, სხვა ხილის მჟავებს – ლიმონის, ვაშლის და სხვა.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კივი С ვიტამინს (100 გრამ პროდუქტზე 92 მილიგრამს) – იმაზე მეტს, ვიდრე ციტრუსები და ბულგარული წიწაკა.

კივი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – კარგი საშუალებაა სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის. ამისთვის გამოიყენება კივისა და ხაჭოს, იოგურტის ან თაფლის ნაზავი ნიღბის სახით. მასში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასარგებლოა სახის კანისათვის.

კივის აქვს არა მარტო მატონიზებელი,
არამედ სამკურნალო ეფექტიც. იგი წმენდს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს.

45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა
მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებებიც და შესაბამისი განათლებაც.

მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.

გამწმენდი ნიღაბი

გახეხეთ 1 ცალი კივი და უხვად წაისვით სახეზე. თუ ოდნავ მაინც იგრძენით წვა, ესე
იგი, ორგანული მჟავები თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი.

მკვებავი ნიღაბი

აიღეთ თითო ცალი ბანანი და კივი, გახეხეთ, კარგად აურიეთ, დამარბილებელი
ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.

ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ კივის განოყენებამდე: 

კივი მავნებელია, თუ:

1. გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, დიდი რაოდენობით C ვიტამინის გამო ის ალერგიულ ხილად მიიჩნევა.

2. გაქვთ გასტრიტი, კკუჭის წყლული, კუჭის მომატებული მჟავიანობა.

3. გაქვთ დიარეა, ან მიდრეკილება დიარეისადმი – კივის გამხსნელი ეფექტი აქვს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეიძლება.

4. ასევე არ შეიძლება კივის დიდი რაოდენობით გამოყენება, რადგან С ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !