ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგულის კუნთის დაავადების დროს 1 ჭიქა ხახვის წვენს აურიეთ 1 ჭიქა თაფლი....

გულის კუნთის დაავადების დროს 1 ჭიქა ხახვის წვენს აურიეთ 1 ჭიქა თაფლი. ის აუმჯობეებს გულის მუშაობას.. 

flekosteli

გულის კუნთის დაავადების დროს 1 ჭიქა ხახვის წვენს აურიეთ 1 ჭიქა თაფლი. ის აუმჯობეებს გულის მუშაობას.. 

კარდიოსკლეროზი – ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა გულის კუნთში შემაერთებელ-ნაწიბუროვანი ქსოვილი ჩნდება. ეს ხდება ათეროსკლეროზის, მიოკარდიტის, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

კარდიოსკლეროზის კლინიკა ყალიბდება შემდეგი სინდრომებით:

  1. გულის კუმშვადობის უნარის დარღვევა.
  2. გამტარობის და რითმის დარღვევა.
  3. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

დაავადებას პროგრესირებადი მიმდინარეობა აქვს, შედარებითი გაუმჯობესების პერიოდებით, რომლებიც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა ძირითადი დაავადების (ათეროსკლეროზი, ინფარქტი, რევმატიზმი) პროგრესირებაზეა დამოკიდებული.

კარდიოსკლეროზის მკურნალობა პირველ რიგში ძირითადი დაავადების მკურნალობისკენ უნდა იყოს მიმართული. კარდიოსკლეროზით დაავადებულები უნდა მოერიდონ დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესულ სიტუაციებს, მაგრამ არც ჰიპოდინამია და ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესია დასაშვები. ამიტომ ავადმყოფებმა ოქროს შუალედი უნდა შეარჩიონ. სამკურნალოფიზკულტურა, სანატორიულ-კულტურული მკურნალობა სპეციალისტის კონტროლის ქვეშ, ასევე ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ამ დაავადების დროს ყოველთვის დაგეხმარებათ.

საშუალებები, რომლებიც უნდა გაოიყენოთ გულის კუნთის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

• გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია უზმოზე 2 კვერცხის ცილა ათქვიფოთ 1 ჩ. კ. თაფლთან და 2 ჩ. კ. არაჟანთან ერთად.

• დააქუცმაცეთ კვლიავის (ქიმანის) 1 ჩ. კ. ნაყოფი, კუნელის ძირები 1 ს. კ. აურიეთ ერთმანეთში, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, ღამით თერმოსში გააჩერეთ, გაწურეთ. სვით დღის განმავლობაში 4-5 მიღებზე.

• შინაური ხაჭო შეუცვლელია, როგორც სკლეროზის, ასევე კარდიოსკლეროზის დროს. ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიიღოს არანაკლებ 100 გრ ყოველდღიურად.

• სასარგებლოა ყოველდღიურად 1 ლიმონის მიღება (შაქართან ან თაფლთან ერთად) ან მისი წვენის დალევა.

• 1 ჭიქა ხახვის წვენი აურიეთ 1 ჭიქა თაფლში. მიიღეთ თითო ს. კ. ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, 3ჯერ დღეში. ნარევი შეინახეთ მაცივარში.

• ნახევარი ლიმონი გაფცქვენით, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა წიწვის ნახარში (1 ს. კ. წიწვი 1 ჭიქა მდუღარეზე) ადუღეთ 3 წთ, დააყენეთ 3 სთ, გაწურეთ და მიიღეთ ნარევი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !