ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაროგორ მოვამზადოთ ყაბზობის საწინააღმდეგო წამალი ალოეთი და თაფლით?! გასაოცარია..

როგორ მოვამზადოთ ყაბზობის საწინააღმდეგო წამალი ალოეთი და თაფლით?! გასაოცარია..

avia.ge

როგორ მოვამზადოთ ყაბზობის საწინააღმდეგო წამალი ალოეთი და თაფლით?! გასაოცარია..

ხშირად მაწუხებს ყაბზობა. ვიცი, რომ კვების რეჟიმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ დაცვას.

ახლობელმა მასწავლა რეცეპტი, რომელსაც რეგულარულად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ეფექტიანობით, მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
რეცეპტი: აიღეთ ალოეს მოზრდილი ფოთოლი, დაახლოებით 15 გრამს რომ იწონიდეს, დაჭერით წვრილად, დაასხით 300 გ შემთბარი ნატურალური თაფლი, 1 დღე-ღამე დააყენეთ, შემდეგ გააცხელეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დილით,ჭამამდე 1 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. ეს წამალი კარგად მოქმედებს ნაწლავებზე, კუჭ-ნაწლავის ფუნქციაცყოველთვის მოწესრიგებული გექნებათ. ამავდროულად, აცხრობს ყოველგვარ ანთებას კუჭ-ნაწლავის ლორწოვანზე.

ექიმის კომენტარი: ალოე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. ალოეს პრეპარატებს აქვს საფაღარათო მოქმედება, ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, კანისა და ლორწოვანის აღმდგენი მოქმედება. ალოეს ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ მედიცინაში იყენებდნენ ჩირქოვანი ჭრილობებისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. დღეს პრეპარატებს ფართოდ იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის,გარეგანი პათოლოგიების კომპლექსურ თერაპიაში. ალოესგან მომზადებული საფაღარათო საშუალებების მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ჰემოროიდული ( ბუასილით გამოწვეული) და საშვილოსნოდან სისხლდენა აქვს, რადგან შესაძლებელია გაძლიერდეს სისხლდენა.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენს იყენებენ საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ალოეს წვენით მკურნალობენ მწვავე რინიტსაც- ამისათვის დღეში რამდენჯერმე ავადმყოფს თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთ ალოეს წვენს უწვეთებენ.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !