ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაშეიღებეთ თმა ბუნებრივი საშუალებებით, ქიმიკატების გარეშე: ეს რეცეპტები თქვენს თმას სრულყოფილს გახდის!

შეიღებეთ თმა ბუნებრივი საშუალებებით, ქიმიკატების გარეშე: ეს რეცეპტები თქვენს თმას სრულყოფილს გახდის!

flekosteli

შეიღებეთ თმა ბუნებრივი საშუალებებით: ეს რეცეპტები თქვენს თმას სრულყოფილს გახდის!

ეფექტურიცაა და უვნებელიც!

დადასტურებულია,რომ ქალების თითქმის 65 პროცენტი იღებავს თმას, ასე რომ, დიდი ალბათობით, თქვენც მათ შორის ხართ და არა ერთი თმის საღებავი გაქვს გამოყენებული, რომლებიც აფთიაქებში გვხვდება. ურეცეპტოდ გასაყიდი საღებავების პრობლემა ის არის, რომ ისინი შეფუთულია ქიმიკატებით, რომლებიც უკიდურესად საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, თმის შეღებისთვის განკუთვნილი პროდუქტები შეიცავს 5000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა უმეტესობა კანცეროგენულია და დაკავშირებულია საკვერცხის კიბოსთან, შარდის ბუშტის კიბოსთან და ლეიკემიასთან. მაშ რა არის ალტერნატივა?

თმის ბუნებრივი შეღებვის 7 გზა

ყავა:

ყავა შესანიშნავად ღებავს თმას, აძლევს მას შოკოლადის ფერს და ტოვებს დაუზიანებელს. საკმარისია მოამზადოთ ძლიერი ყავა და გააცივოთ, შემდეგ ერთი ფინჯანი ყავა შეურიოთ ფინჯან კონდიციონერს და ორი სუფრის კოვზ ყავის ნალექს.

ჩაი:

ჩაი ეფექტურად მოქმედებს თმის ბუნებრივ ფერზე. შავი ჩაი კარგი საშუალებაა ნაცრისფერი თმის შეღებვისა და გამუქებისთვის, გვირილის ჩაი კი ქერებისთვისაა განკუთვნილი.

თქვენ უნდა გამოიყენოთ ჩაის სამი-ხუთი პაკეტი  ორ ჭიქა წყალში და შეურიეთ კონდიციონერს. შეურიეთ ახალი ან ხმელი სალბიც, თუ ცდილობთ ნაცრისფერი თმის დაფარვას. გაიჩერეთ მთელი ღამით, თუ გსურთ უფრო მუქი შეფერილობის თმის მიღება. ბოლოს კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მწვანილი: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი განსხვავებული მწვანილი, თქვენთვის სასურველი ფერის მიხედვით.

წითურებისთვის: გამოიყენეთ მარიგოლდი, ვარდი და ჰიბისკუსი წითელი ფერის გასაღრმავებლად ან ხაზგასმის დასამატებლად. ხარშეთ აღნიშნული საშუალებები ნახევარი საათის განმავლობაში, შემდგომ გადაწურეთ და გააგრილეთ. წაისვით თმაზე და გაიმშრალეთ ბუნებრივად.

შავგვრემანებისთვის: სცადეთ როზმარინი, ჭინჭარი. კვლავ გააჩერეთ მწვანილი ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ წაისვით თმაზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.

ქერებისთვის: გვირილა, კალენდულა, ზაფრანა და მზესუმზირის ფურცლები. რევანდის ფესვი ასევე შეიძლება დაემატოს ნაცრისფერ თმას. პროცედურა იგივეა, რაც ზემო შემთხვევაში.

ჭარხლის და სტაფილოს წვენი:

ჭარხლის და სტაფილოს წვენი ეფექტური საშუალებაა თქვენი თმისთვის წითელი ტონის დასამატებლად. მოწითალო-ნარინჯისფერი გამოყენებისთვის მეტი სტაფილო, ხოლო მოწითალოსთვის გამოიყენეთ მეტი ჭარხლის წვენი.

დაისხით 1 ჭიქა აღნიშნული წვენი თმაზე, ცალკე ან შერეული ქოქოსის ზეთთან ერთად. შემოიხვიეთ თმა და დატოვეთ წვენი ერთი საათის განმავლობაში. შემდგომ ჩამოიბანეთ და გამოიყენეთ ვაშლის სიდრი ძმარიც.

და ბოლოს

კაკლის ნაჭუჭები საუკეთესოდ გამოიყენება მუქი ყავისფერი თმისთვის. უბრალოდ ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. გააცივეთ, გადაწურეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ერთი საათით, და ჩამოიბანეთ.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !