ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა9 მიზეზი, თუ რატომ უნდა სცადოთ აღნიშნული თერაპია!

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა სცადოთ აღნიშნული თერაპია!

avia.ge

აქაა მოცემული 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა სცადოთ ეს თერაპია თქვენც!

მოცემული თერაპიის შესახებაც ცოტამ თუ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით თარიღდება.

მათთვის, ვისაც აინტერესებს რა არის კუპინგი, ეს მეთოდი სისხლის ცირკულაციაზეა! პროცედურა აბრუნებს სისხლს იმ ადგილებში, სადაც გაძნელებული იყო მისი მოძრაობა.

პროცესი მოიცავს მინის პატარა ჭიქების გაცხელებას, კანზე დადებას და კანის “ამოტუმბვას” , რათა ხელი შეუწყოს სისხლის მიმოქცევას და განტვირთოს კუნთები. ამ მეთოდს საკმაოდ ხშირად იყენებენ სპორტსმენებიც, მეთოდის გამოყენების მთავარი მიზეზები კი შემდეგია..

ხსნის ტკივილს; მეცნიერულად დადასტურებულია, რომ აღნიშნული თერაპია ათავისუფლებს ტკივილს. რბილი ქსოვილების სტიმულირებით და მტკივნეულ წერტილებზე ზეწოლით, თერაპია აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ამდიდრებს ქსოვილებს ნუტრიენტებითა და ჟანგბადით.

ხსნის ხველის, გაციების და ალერგიის სიმპტომებს:  ასტიმულირებს ფილტვებს და სხვა ორგანოებს ლორწოს გამოდევნაში და აჩქარებს ხველების, გაციების და ალერგიის სიმპტომების შემსუბუქების პროცესს. ის ასევე აძლიერებს იმუნიტეტს სისხლისა და ლიმფური სითხის გაძლიერებით მთელ სხეულში.

ხელს უწყობს რელაქსაციას: იმის გათვალისწინებით, რომ ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია სხვადასხვა ფსიქიკურ პრობლემებთან, დასვენება და რელაქსაცია ამ დროს უმნიშვნელოვანესია. წყნარი ოკეანის აღმოსავლური მედიცინის კოლეჯის თანახმად, მოცემული მეთოდი დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან თერაპიის პროცესში გამოყენებული მინის ჭიქები გვთავაზობენ შვების შეგრძნებას, რაც ერთგვარად ჰგავს ღრმა ქსოვილის მასაჟს.

შესაძლოა კარპალური გვირაბის სინდრომის მკურნალობა: კარპალური გვირაბის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გამორთავს ხოლმე საკვანძო ნერვს, რაც იწვევს ხელის დაბუჟებას ან ფუნქციის დაკარგვას. ბოლო გერმანული კვლევის მიხედვით, უკვე აღნიშნული მეთოდი ეფექტური საშუალებაა ამ მდგომარეობით გამოწვეული ტკივილის დროებით შესამსუბუქებლად! ნაჩვენებია, რომ მხოლოდ ერთ სეანსს შეუძლია ერთი კვირის განმავლობაში სიმპტომების საგრძნობლად შემსუბუქება.

უზრუნველყოფს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს: ასაკთან ერთად, სხეულის ყველა პროცესი იწყებს შენელებას, მათ შორის სისხლის მიმოქცევაც. ეს  კი იწვევს კუნთების ტონუსის დაკარგვას და წვრილი ხაზების და ნაოჭების განვითარებას. აღნიშნული მეთოდი კი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაზრდას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ ყველა კუნთს და ქსოვილს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები კოლაგენის წარმოების სტიმულირებისთვის.

ხსნის საჭმლის მონელების დარღვევებს: თერაპიის დროს გამოყენებული ჭიქები ამცირებს პაციენტში სტრესს, რაც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯანსაღ ფუნქციონირებასთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს თერაპია ხელს უწყობს კუჭის ტკივილს, მწვავე გასტრიტს, მადის დაქვეითებას, წყლის შეკავებას, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, IBS და საჭმლის მომნელებელი სხვა დარღვევების მკურნალობას.

ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას: ცუდი მიმოქცევა დაკავშირებულია გაზრდილ ტოქსიკურობასთან, რაც იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს. ჭიქები აუმჯობესებს სტაგნაციას და აშორებს ყველა ტოქსინს და მკვდარ უჯრედებს და შემდგომ აიძულებს მათ ბუნებრივად გამოდევნას.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !