ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობასასმელი, რომელიც ძილის დროს ღვიძლიდან ყველა სახის ტოქსინს მოგაშორებთ!

სასმელი, რომელიც ძილის დროს ღვიძლიდან ყველა სახის ტოქსინს მოგაშორებთ!

avia.ge

ის მოქმედებს მთელი ღამის განმავლობაში: გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აღადგენს ჯანმრთელობას.

ამ სასმელს შეუძლია შეამციროს სტრესი, გაათავისუფლოს შფოთვა და დაგეხმაროთ სწრაფად დაძინებაში. და მხოლოდ ეს არაა მთელი მისი შესანიშნავი ეფექტი!

ჩვენ გაგიმხელთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელიც დაამშვიდებს თქვენს გონებას და თქვენს სხეულს, ამავდროულად უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს მრავალი საკვები ნივთიერებით.

ის იმოქმედებს ღამის განმავლობაში: გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აღადგენს ჯანმრთელობას.

შემოთავაზებული საშუალების გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღიურად!

კურკუმა წარმოუდგენლად სასარგებლო მცენარეა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ სხვადასხვა კვლევების 8000-ზე მეტი შედეგი დაგროვდა, რაც ადასტურებს, რომ კურკუმა ეფექტურია ჯანმრთელობის თითქმის ყველა პრობლემის სამკურნალოდ.

ის ეფექტურად აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას, შეშუპებისა და ტკივილის გაჩენას და შეუძლია გაწმენდის რეაქციების სტიმულირება. ის შეიძლება დაემატოს ნებისმიერ საკვებს და ამასთანავე საკმაოდ ხელმისაწვდომი, იაფი და გემრიელიცაა!

ჯანჯაფილი, ასევე წარმოუდგენლად ჯანსაღი სანელებელია. ის აფერხებს კიბოს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ასევე არეგულირებს ინსულინის სეკრეციას, ანადგურებს მიკრობებს, ხსნის ტკივილს, გულისრევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მისი ეფექტურობა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ შეუდარებელია!

ქოქოსის რძე შეიცავს ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს, შეუძლია დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე, დაიცვას გული, ხელი შეუწყოს წონის დაკლებას და ასევე ენერგიით უზრუნველყოს სხეული და ტვინი ქოქოსის რძე აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

კურკუმას, ჯანჯაფილის, შავი წიწაკის და ქოქოსის რძის ნარევი (ცნობილია როგორც „ოქროს რძე“) ძალიან გემრიელი, არომატული და ჯანსაღი სასმელია. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

როგორ მოვამზადოთ ეს ჯანსაღი სასმელი?

უბრალოდ აურიეთ: 1 ჩაის კოვზი კურკუმა; 1 პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი, დაჭრილი

2 ჭიქა ქოქოსის რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ძროხის რძე); 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი (ხელს უწყობს კურკუმას შეწოვას); ნატურალური თაფლი (სურვილისამებრ, გემოვნებით)

* შენიშვნა: კოლიტისა და ნაწლავის სხვა პრობლემების დროს არ გამოიყენოთ შავი პილპილი!.

მომზადების მეთოდი:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში, გარდა თაფლისა. გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ზედაპირზე ბუშტუკებს არ შეამჩნევთ. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და დატოვეთ ადუღებამდე 5 წუთის განმავლობაში მინიმალურ ცეცხლზე. გააგრილეთ და სურვილისამებრ დაუმატეთ თაფლი. თუ მოგწონთ დარიჩინი, შეგიძლიათ ესეც დაამატოთ.

ამ შესანიშნავი სასმელის დალევა რეკომენდებულია მთელი დღის განმავლობაში ან ძილის წინ.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !