სამშაბათი, დეკემბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობადიდხანს მტანჯავდა საჯდომი ნერვის ანთება, მასწავლეს უებარი წამალი, რომლის შემდეგაც შვებით ამოვისუნთქე!!..

დიდხანს მტანჯავდა საჯდომი ნერვის ანთება, მასწავლეს უებარი წამალი, რომლის შემდეგაც შვებით ამოვისუნთქე!!..

flekosteli

“მინდა გაგაცნოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება. ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარებას დღეში 2-ჯერ ვიძახებდი. მერე ეს წამალი მასნავლეს და ამოვისუნთქე!.

5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ, სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ- გაითვალისწინეთ, რომ დაფნა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თუ ცოტა სისუსტეს იგრძნობთ,ტკბილი საკვები მიიღეთ”.

ექიმის კომენტარი: სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას, ასევე დაფნის ზეთს. დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%), ფიტოსტერინს. ეთერზეთის შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი. თესლი შეიცავს 72% ეთერზეთს, ფოთლებში გაცილებით მეტი ეთერზეთია (2-3,5%), იგი შეიცავს თითქმის 50% ცინეოლს და კიდევ 65-მდე კომპონენტს, რომელთა შორის აღმოჩენილია რუტინი. დაფნის პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დაფნა კარგი საშუალებაა ზოგადი დამბლის და სახის ნერვის პარეზის, ღვიძლისა და ელენთის სიმსივნის, კოლიტის, სახსრების ტკივილის დროს. დაფნა და დაფნის ზეთი კურნავს თავის და ყურის ტკივილს, სასარგებლოა ღვიძლის ტკივილისას. ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპაზმური ტკივილის და შაქრიანი დიაბეტის დროს.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !