ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგაფრთხილება! ამან შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე, ტიპი 2 დიაბეტი, სიმსუქნე, გულის დაავადება და...

გაფრთხილება! ამან შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე, ტიპი 2 დიაბეტი, სიმსუქნე, გულის დაავადება და იმუნიტეტის დასუსტებაც კი!

avia.ge

სასწრაფოდ შეწყვიტე ეს ჩვევა!

ხალხი დიდხანს ცხოვრობდა ელექტროენერგიის გარეშე და ღამით გასანათებლად სანთლებს იყენებდა. უმეტესობა დაბინდების შემდგომ უკვე იძინებდა, რადგან სხვა გასართობი არიყო არაფერი. ეს უკანასკნელი ჩვევა სინამდვილეში ძალიან ჯანსაღი იყო.

რადგან დღევანდელ რეალობაში, როცა ამდენი ელექტრო მოწყობილობაა ხელმისაწვდომი დაბინდებისას ძილი რაღა თქმა უნდ აღარავის ახსენდება. თავის მხრივ კი ელექტრონული მოწყობილობების მუდმივი გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის დარღვევებს და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

დღეში რამდენჯერ ვამოწმებთ შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში? რამდენი ღამე გაგიტარებიათ კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ა.შ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით ხელოვნური სინათლის ზემოქმედება ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას, მთავარი ჰორმონის, რომელიც აკონტროლებს ძილ-ღვიძილის ციკლს.

ბუნებრივი სიბნელე ასტიმულირებს ამ ჰორმონს და იცავს ჩვენს უჯრედებს დაზიანებისგან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს სხეულს სჭირდება ღამის სიბნელე მელატონინის წარმოებისთვის.

ამის გარეშე ჩვენ უფრო მეტად განვივითარებთ კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის, სიმსუქნეს, გულის დაავადებებს, მეტაბოლურ სინდრომს და სუსტ იმუნურ სისტემას. თავის მხრივ კი მელატონინის საკმარისი რაოდენობა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ქმნის ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს.

რაც უფრო მეტი გძინავთ ბუნებრივ სიბნელეში (ანუ ღამით), მით მეტი მელატონინს გამოიმუშავებს ორგანიზმში.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი მუდმივად გაციებით, გრიპით ხართ დაავადებული, უბრალოდ დაიწყეთ ადრე დაძინება, თქვენს მახლობლად ყოველგვარი ხელსაწყოების გარეშე და მალე ნახავთ, რომ თქვენი ორგანიზმი უფრო მდგრადი გახდება დაავადებების მიმართ.

ეს იმიტომ ხდება, რომ მელატონინის გამომუშავება თქვენსა და თქვენი ბავშვის ორგანიზმში იზრდება და ეს ჰორმონი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც აქვს ძლიერი გავლენა იმუნურ სისტემაზე.

ძილის წინ მობილური ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობების გამოყენებას კიდევ ერთი შედეგი აქვს და ეს არის მხედველობის პრობლემები.

ამ მოწყობილობების ხელოვნური განათება, განსაკუთრებით ღამით, ძალიან საზიანოა ბადურაზე და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია.

ამ მოწყობილობების სინათლის გადაჭარბებული ზემოქმედება ასევე ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას.

ჰარვარდის ჯანდაცვის სპეციალისტებმა დაადასტურეს კავშირი ელექტრონული მოწყობილობების კაშკაშა შუქსა და კიბოს სხვადასხვა ტიპებს, დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის.

თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელნი, შეინარჩუნოთ მხედველობა და თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებების განვითარება, დაიწყეთ ღამით საკმარისი ძილი და მინიმუმამდე დაიყვანეთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ძილის წინ.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !