ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაჩემ მეუღლეს 15 წელი სტანჯავდა ბუასილი! მას შემდეგ დაისვენა რაც ეს რეცეპტი...

ჩემ მეუღლეს 15 წელი სტანჯავდა ბუასილი! მას შემდეგ დაისვენა რაც ეს რეცეპტი გამოიყენა..

flekosteli

დღეს ბუასილის მკურნალობის დროს მხარდამჭერ თერაპიაზე მინდა გესაუბროთ. მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ სამკურნალო მედიკამენტებსა და პროცედურებთან ერთად, არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჰემოროი – ანუსსა და სწორ ნაწლავში ვენების გაფართოება და ანთება არის. დეფეკაციის დროს ძლიერი ზეწოლა მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა არა ერთადერთი. ამ სტატიაში გიამბობთ იმ ნატურალური საშუალებების შესახებ, რომლებიც ჰემოროის მკურნალობას შესანიშნავად ავსებს.

ვენების ანთებამ შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს, თუ სისხლის ფერი ღია და წითელია, ეს უბრალოდ სისხლძარღვის გაწყვეტა არის. თუ სისხლდენა უფრო  მუქი ფერის არის, ის შეიძლება სწორი ნაწლავიდან გამოვიდეს.  უფრო რთულ შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია.

ეს ძალიან უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ტკივილი, სისხლდენა, ქავილი. სწორედ ამიტომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა აუცილებელი არის.

აღსანიშნავია, რომ ჰემოროი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ორსულობის დროს ან ხანდაზმულ ასაკში ჩნდება.

ბუასილის დამატებითი მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური საშუალებები ტკივილის და დისკომფორტს შესანიშნავად ამცირებს, მაგრამ ექიმის მიერ დანიშნულ ბუასილის მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს.

1.ყინულის კომპრესი

სიცივე ნებისმიერი ანთების დროს ძალიან სასარგებლოა. ყინულის კომპრესი დაზიანებულ ადგილას დაიდეთ, ასე დისკომფორტს მოიხსნით.

2.მჯდომარე აბაზანა სამკურნალო მცენარეებით

ქავილის და სისხლდენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალო მცენარეები: გვირილა, შვიტა ან ბალბა.

პროცედურა და გამოყენება:

  • ერთ-ერთი მცენარე აიღეთ (სასურველია იყოს ახალი)
  • წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  • ნაყენს დააყენეთ და კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ.
  • ნაყენი აბაზანაში ჩაასხით და დაზიანებული ნაწილი ამ აბაზანაში 10 წუთით გააჩერეთ.

3.ალოე ვერა

ეს მცენარე ნომერ პირველი კანის მოვლის პროდუქტია, განსაკუთრებით დამწვროის და დაზიანების შემთხვევაში. ის ბუასილის დროსაც ეფექტურად მოქმედებს. თუ ალოეზე ალერგია არ გაქვთ, ალოე ვერას გელი დაზიანებულ ტერიტორიაზე წაისვით.

პროცედურა და გამოყენება

  • 1 ან 2 ფოთოლი ალოე ვერა აიღეთ და გაწმინდეთ.
  • მის შიგნით არსებული გელი კონტეინერში მოათავსეთ.
  • ანთებით ტერიტორიაზე გარედან წაუსვით.

ამ საშუალების გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი: ალოე ვერა გაყინეთ და დაზიანებულ ადგილას ქავილის და ანთების შესამცირებლად დაიდეთ.

4.პომიდორი

ამ ნაყოფს აქვს თვისებები, რომლებიც ბუასილის მკურნალობის დროს ძალიან სასარგებლოა. მისი გამოყენება დაგეხმარებათ:

  • ტოქსინების გამოდევნასა და ანთების შემცირებაში;
  • ყველა სახის ინფექციას ებრძვის;
  • ნაწლავურ ტრანზიტს არეგულირებს;
  • კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს;
  • ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს;

პროცედურა და გამოყენება

  • მწიფე პომიდორი კარგად გარეცხეთ და ნახევარზე გაჭერით.
  • მარლაში შეახვიეთ.
  • მცირე დაწოლით ანუსის პირდაპირ დაიდეთ.
  • რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ საპნით და ცივი წყლით დაიბანეთ.

5.კარტოფილი და მანგოლდი

კარტოფილი და მანგოლდი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ თვისებებს ფლობენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესის სახით, ან როგორც სანთელი.

კარტოფილის გამოყენების პროცედურა

ნედლი კარტოფილი გაასუფთავეთ, შემდეგ დანით დაჭერით, რომ წვენი გამოუვიდეს და დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.

ტუალეტში გასვლის შემდეგ შეგიძლიათ კარტოფილის სანთლის ფორმით ამოჭრათ, შემდეგ ანუსში ჩაიდოთ 20 წუთით, რომ ტკივილი შეიმსუბუქოთ.

მანგოლდის გამოყენება

აიღეთ 1 კონა მანგოლდი, კარგად გარეცხეთ და მაცივარში გააცივეთ. ფოთლების კომპრესი დაზიანებულ ადგილას დაიდეთ დღეში მინიმუმ 3-ჯერ.

დიეტა ბუასილის დროს

ბუასილის მკურნალობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონს, რადგან კვება ნაწლავების ტრანზიტზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

პირველ რიგში, ბევრი წყალი დალიეთ. ასევე შემდეგი საკვები პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში დამატება რეკომენდებულია:

  • ბროკოლი
  • შავი ქლიავი; მარცვლეული; პაპაია
  • ბოსტნეული
  • ჭარხალი; ახალი ხილი; სელის თესლი

მარცვლეული ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდირებული პროდუქტია, თუ ბუასილის მკურნალობის მხარდამჭერ პროცედურას გადიხართ. შვრია, ჭვავი, ფეტვი ნარჩენების აღმოფხვრას ხელს უწყობს და გაღიზიანების წარმოქმნას აფერხებს.

მეორე მხრივ, რეკომენდებულია დღეში 6-7 ჭიქა წყლის დალევა და ალკოჰოლურ სასმელებზე, შაქრის შემცველ ლიმონათებზე ან კოფეინის შემცველ სასმელებზე უარის თქმა. გახსოვდეთ, რომ სითხის მიღება მტკივნეული დეფეკაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !