ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაცუდი სისხლის მიმოქცევა, ცივი ხელები და ფეხები გაქვთ? აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ...

ცუდი სისხლის მიმოქცევა, ცივი ხელები და ფეხები გაქვთ? აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად

avia.ge

სისხლის მიმოქცევის სისტემაში პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სისხლის ნაკადი საკმარისად არ აღწევს ფეხებში, ხელებში, გულსა და სხეულის დანარჩენ ნაწილში.

სისხლძარღვები იკეტება ცხიმოვანი ნივთიერებით, თრომბოციტებით, რომლებიც გროვდება არტერიების და ვენების კედლებში. ეს ყველაფერი კი აფერხებს ნორმალურ სისხლის ნაკადის მოძრაობას სისხლძარღვებში, რაც თავისთავად ცუდ მიმოქცევასთანაა დაკავშირებული.

სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცუდი მიმოქცევით, მაგალითად როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, ცერებრალური იკტუსი, ვარიკოზული ვენები, პერიფერიული არტერიების დაავადება, გულის დაავადება, თირკმლის უკმარისობა, ანევრიზმა, ათეროსკლეროზი, რეინოს დაავადება და ფლებიტი.

სისხლის მიმოქცევის სისტემის ამ პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია ჩვეულებრივი მედიკამენტებით, ცხოვრების წესის შეცვლით, ასევე ალტერნატიული თერაპიებით. მთავარი მიზანია სისხლის მიმოქცევის პრობლემების პრევენცია, ტკივილის მოხსნა და შეხორცების პროცესის დაჩქარება.

ასევე არსებობს რამდენიმე ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე. ზოგიერთი მათგანია: წიწაკა, ნიორი და კოჭა.

დიეტაში რამდენიმე მარტივი ცვლილება დაგეხმარებათ. სცადეთ საკვებში მეტი ბოჭკოს დამატება. ასევე მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული ყოველდღე. კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის მეტი სუფთა წყლის დალევა (მინიმუმ 5 ან 6 ჭიქა დღეში). შეეცადეთ შეამციროთ ყავის ან ჩაის მიღებაც.

ალკოჰოლს ასევე შეუძლია მავნე გავლენა მოახდინოს სისხლის მიმოქცევაზე. ალკოჰოლი უნდა მიიღოთ ზომიერად.

შეეცადეთ ივარჯიშოთ თითქმის ყოველდღე.  რამდენიმე კვირის შემდეგ კი შეამჩნევთ, რომ პროგრესი ძალიან შესამჩნევი იქნება.

დაიწყეთ ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა. გააკონტროლეთ თქვენი ქოლესტერინის დონე და შეამცირეთ ყველა არასაჭირო ცხიმი.

განიხილეთ ომეგა -3 დანამატების მიღებაც. მიიღეთ ისინი ტაბლეტების სახით ან დაამატეთ მეტი თევზი თქვენს დიეტაში.

თუ ეწევით, შეწყვიტეთ მოწევა! თუ სერიოზულად ფიქრობთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, არ უნდა მოწიოთ!

ეცადეთ, არ  იყოთ მუდმივად მჯდომარე მდგომარეობაში, მაგალითად, ოფისში და ა.შ. დაისვენეთ ყოველ საათში მაინც, თუნდაც რამდენიმე წუთით. დროდადრო გაჭიმეთ ფეხები.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !