ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობააღარასოდეს იყიდით C ვიტამინს მას შემდეგ, რაც ისწავლით თუ როგორ გააკეთოთ ის...

აღარასოდეს იყიდით C ვიტამინს მას შემდეგ, რაც ისწავლით თუ როგორ გააკეთოთ ის თავად: მარტივი, იაფი და 100% ნატურალური!

avia.ge

აუცილებლად დაამატეთ თქვენს რაციონს!

ვიტამინი C, ასევე ცნობილი როგორც L-ასკორბინის მჟავა, წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ საკვებში და ხელმისაწვდომია როგორც დიეტური დანამატი. ადამიანებს, ცხოველების უმეტესობისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ C ვიტამინის ენდოგენური სინთეზირება, ამიტომ ის მნიშვნელოვანი დიეტური კომპონენტია, რომელიც დამატებით უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს.

ვიტამინი C ცნობილია, როგორც გაციების წინააღმდეგ სამკურნალო საშუალება. ის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში ქსოვილების ზრდისა და აღდგენისთვის და მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების დაზიანებას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ვიტამინი C არ წარმოიქმნება სხეულში, ის დამატებითი სახით უნდა ჩავსვათ ჩვენს რაციონში. ამრიგად, C ვიტამინის საკმარისი მიღების ერთადერთი გზა საკვები დანამატებია.

გენმოდიფიცირებული საკვები დანამატებისგან თავის ასაცილებლად, C ვიტამინის დანამატის დამზადება შეგიძლიათ სახლშიც. შინ მომზადებული ვიტამინი C უზრუნველყოფს ცოცხალ ფერმენტებს და საშუალებას გაძლევთ ის 100%-ით შეითვისოთ ორგანიზმში. ამისთვის კი ციტრუსის კანი ერთადერთია, რაც დაგჭირდებათ!

ციტრუსოვან ხილში სხვადასხვა სახის ფლავონოიდებია, ნაერთი, რომელიც ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებებს ადამიანის ორგანიზმში.

ნარინგინი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ფლავონოიდია, რომელიც გვხვდება გრეიფრუტის, მანდარინისა და ლიმონის კანში. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ნარინგინი იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია შეამციროს უჯრედების რადიაციული დაზიანებაც კი.

ჰესპერიდინი არის კიდევ ერთი ფლავონოიდი. ის კონცენტრირებულია ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის და გრეიფრუტის თეთრ შიდა ფენაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰესპერიდინი ამცირებს კიბოს უჯრედების პროლიფერაციას, იწვევს უჯრედების დაპროგრამებულ სიკვდილს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპოგლიკემიის მქონე პირთა დასახმარებლად.

აი, როგორ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ვიტამინი C:

დარწმუნდით, რომ იყიდეთ ორგანული ციტრუსის ხილი. მიირთვით ხილი და შეინახეთ მისი ქერქი, რათა თავადვე დაამზადოთ გამხმარი ციტრუსის ფხვნილი.

მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

შეინახეთ ქერქი და კარგად გამოაშრეთ მანამ არ გახდება ხრაშუნა, რადგან ის შემდგომ უკვე ბლენდერის საშუალებით უნდა დაფქვათ

ბოლოს კი მიღებული ფხვნილი მოათავსეთ ჰერმეტულ ჭურჭელში და შეინახეთ გრილ ადგილას.

ხილისა და ქერქის შედარება:  ციტრუსის ქერქს ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი აქვს. სუფრის კოვზ ლიმონის ცედრა შეიცავს ორჯერ მეტ ვიტამინ C -ს და სამჯერ მეტ ბოჭკოვანი ლიმონის წვენს.

ყოველდღიურად უნდა მიირთვათ ერთი კოვზი ვიტამინი C. შეგიძლიათ მისი ფხვნილი დაამატოთ  სუპებს, სალათებს, წვენებს ან დესერტებს.

და ახლა უკვე, როდესაც იცით, თუ  როგორ დაამზადოთ ვიტამინი C, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად წელიწადის ნებისმიერ დროს!

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !