ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა7 რამ რასაც თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაიგებთ, თუ თქვენს ხელებს დააკვირდებით! ეს...

7 რამ რასაც თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაიგებთ, თუ თქვენს ხელებს დააკვირდებით! ეს ყველას გამოგადგებათ..

flekosteli

ამის შესახებ უნდა იცოდეთ!

ჩვენს ხელებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სხვადასხვა შეგრძნებები ჩვენს ხელებსა და თითებში შეიძლება იყოს სხეულის სხვა ნაწილების პრობლემების მაჩვენებელი და  გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც არ უნდა ვუგულებელყოთ.

შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული სამედიცინო პირობებით ან კვების ნაკლებობით.

ვიტამინების დეფიციტი: როდესაც გრძნობთ ჩხვლეტას ხელებში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, იმას რომ არ იღებთ საკმარის ვიტამინებს B1, B6, B12 და/ან ვიტამინ E-ს. ერთადერთი გზა იმის გასაგებად, ნამდვილად გაწუხებთ თუ არა ვიტამინების დეფიციტი არის სისხლის ანალიზის გაკეთება.  თუ ტესტი დადებითია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს შესაბამისი ვიტამინის დანამატები.

ცირკულაციის პრობლემები: მარჯვენა ხელის თითების დაბუჟება შესაძლოა იყოს დაჭიმული ნერვის შედეგი, მაგრამ ასევე შესაძლოა იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამაფრთხილებელი ნიშანიც.

დიაბეტი: ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც ხშირად იწყება ფეხებში და აღწევს მკლავებამდე, შეიძლება იყოს დიაბეტის ნიშანი. მიზეზი სისხლის მიმოქცევის დაქვეითებაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაბოლოებების დაზიანება.

ხერხემლის პრობლემები: ხერხემლის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული გზების პრობლემები, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, რომლებიც ჩვენს ხელებზეც აისახება. ზურგის კუნთების გაძლიერება იოგას ან ცურვის საშუალებით დაგეხმარებათ ამის გამოსწორებაში. თქვენ ასევე უნდა შეეცადოთ დღის განმავლობაში მეტი იაქტიუროთ და მჯომარე საქმე ნაკლებად აკეთოთ.

კარპალური გვირაბის სინდრომი
ბევრი ადამიანი ხელებში ჩხვლეტის შეგრძნებას მაშინაც განიცდის, როდესაც წევს და ისვნებს. ამ დროს ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს ხელების დაბუჟება და ტკივილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მკლავის ცალკეული ნერვები დაზიანებულია და საჭიროებს სათანადო სამედიცინო დახმარებას. თუ თქვენ ნამდვილად გაწუხებთ ეს სიმპტომები, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები..

ბუერგერის დაავადება: თუ თითები გიბუჟდებათ, თან თეთრად ან თუნდაც ცისფერად გამოიყურება, შესაძლოა ბუერგერის დაავადება გაწუხებთ. ეს მდგომარეობა იწვევს მცირე და საშუალო ზომის სისხლძარღვების ანთების ზრდას. ეს ყველაზე ხშირად მოწევის შედეგია და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კიდურის ამპუტაცია.

როგორც ჩანს ჩვენი ხელები საკმაოდ დიდ ინფორმაციას იტევს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ამიტომ არასდროს არ უნდა ვუგულებელყოთ სიმპტომები და თუ აქ ჩამოთვლითაგან რომელიმე მაინც აღგენიშნებათ, გირჩევთ ახლავე ექიმს მიმართოთ!..

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !