ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ ფილტვების ქრონიკული დაავადების, ბრონქიტისა და ასთმის მკურნალობა ბუნებრივად...

ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ ფილტვების ქრონიკული დაავადების, ბრონქიტისა და ასთმის მკურნალობა ბუნებრივად – სცადეთ ეს მშვენიერი ტრადიციული მკურნალი!

flekosteli

ბებიას რეცეპტი!

ადამიანებს ხშირად აწუხებთ ფილტვების დაავადებები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია მოწევით, ალერგიით და ინფექციებით.

ფილტვების ამ პრობლემების მოგვარება ადვილი ნამდვილად არ არის და არაერთი სერიოზული და უსიამოვნო შედეგიც მოაქვს. ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები კი შემდეგია: ასთმა, ბრონქიტი და სხვადასხვა სახის ხველა.

თუმცა ტრადიციული მედიცინა ამ შემთხვევებისთვის ფანტასტიკურ გადაწყვეტას გვთავაზობს. კერძოდ, ეს პოპულარული საშინაო საშუალება დაგეხმარებათ ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მკურნალობაში, განსაკუთრებით ასთმის, როგორც ბრონქული, ასევე გულის.

ამ რეცეპტს წარსულში ჩვენი ბებიებიც იყენებდნენ და ის ეფექტურია ჯანმრთელობის ამგვარი პრობლემების სამკურნალოდ.

ინგრედიენტები: 2 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი ან: 1,5 კგ ყავისფერი შაქარი
½ კგ წითელი ხახვი; 7 სუფრის კოვზი თაფლი
2 საშუალო ზომის ლიმონი; 6 ჭიქა / 1,5 ლ წყალი

მომზადება: თუ ნეკერჩხლის სუფთა სიროფის გამოყენებას აირჩევთ, მოათავსეთ იგი დიდ ქვაბში და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე. თუ ყავისფერ შაქარს იყენებთ, აიღეთ დიდი ტაფა და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ლამაზ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. დაუმატეთ უკვე დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ რამდენიმე წუთით, სანამ წყალს დაუმატებთ.

მიღებული მასა ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ წყალი არ შემცირდება მესამედით, შემდეგ კი ოდნავ გააცივეთ. ამასობაში ლიმონი გაწურეთ და გრილ ნარევს დაუმატეთ ლიმონის წვენი თაფლთან ერთად. კარგად აურიეთ და დატოვეთ ასე მთელი ღამით.

მეორე დილით ცალკე გადაწურეთ სითხე. პროდუქტი უნდა ინახებოდეს მინის ბოთლში.

გამოყენება:

მიირთვით ამ საოცარი უძველესი საშუალების 1 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ. გაიმეორეთ ეს მკურნალობა სანამ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !