ხუთშაბათი, დეკემბერი 1, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობანარევი, რომელიც დაგვიცავს გაციებისგან, გრიპისგან, გააძლიერებს იმუნიტეტს და გაამაგრებს გულს! მისი მომზადება...

ნარევი, რომელიც დაგვიცავს გაციებისგან, გრიპისგან, გააძლიერებს იმუნიტეტს და გაამაგრებს გულს! მისი მომზადება ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.

flekosteli

ჩვენს ოჯახში ყველას ჯანმრთელობაზე ბებია ზრუნავს — ძველებური, ხალხური რეცეპტებით მკურნალობს სხვადასხვა დაავადებას. ერთ რეცეპტზე მინდა გიამბოთ, რომელიც ყველას გამოადგება. ყოველი ზამთრის დაწყებისას ბებია ამზადებს ძალიან გემრიელი წვენების ნარევს. ეს ნარევი გვიცავს გაციებისგან, გრიპისგან, ანგინისგან, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაგრებს გულს, აჯანსაღებს ღვიძლს და აწესრიგებს კუჭ ნაწლავის მოქმედებას. ნარევის მომზადება ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.

დაგჭირდებათ: 2-2 კგ სტაფილო და ჭარხალი, 1,5 კგ ბროწეული, 1 კგ ლიმონი და 1 კგ ნატურალური თაფლი. ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი, ბროწეულის მარცვლები გამოარჩიეთ და გაწურეთ, ბოლოს გაწურეთ ლიმონი. ყველა მიღებული წვენი ერთმანეთს შეურიეთ მინის ქილაში. ამ ნარევს დაუმატეთ თაფლი და ურიეთ მანამ, ვიდრე თაფლი არ გაიხსნება, ანუ როგორც ბებო ამბობს, ყველა კომპონენტი არ „დაუმე– გობრდება“ ერთმანეთს.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად 1/4 ჭიქა კოქტეილი უნდა სვათ დილა-საღამოს ერთი თვის განმავლობაში. კიდევ ერთი რჩევა: ყველა კომპონენტის შერევის შემდეგ ნარევი დადგით გრილ ადგილას რამდენიმე საათით, მაგალითად, მაცივარში, რადგან ცნობილია, რომ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი ძლიერ სპაზმს იწვევს. გარწმუნებთ, თუ ამ წამალს დალევთ, პრობლემებისა და უსიამოვნებების გარეშე გადაიტანთ ზამთარს და გაზაფხულზეც არ გექნებათ ვიტამინების ნაკლებობა.

ექიმის კომენტარი: მკითხველმა მართლაც მეტად მრავალფეროვანი სამკურნალო რეცეპტი მოგვაწოდა. მისი ყველა კომპონენტი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბიოაქტიური ნივთიერებებით, ორგანიზმზე მათი მოქმედების სპექტრი განსხვავებულია, ამდენად, წვენების ნარევს მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი ექნება. თაფლი ამ შემთხვევაში ორმაგ ფუნქციას ასრულებს მას თავისი სამკურნალო თვისებებიც აქვს, ამავდროულად, იცავს წამლის სხვა კომპონენტების ნარევს აქტიური თვისებების დაკარგვისა და გაფუჭებისგან.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !