ხუთშაბათი, დეკემბერი 1, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგაეცანით ნამდვილ მკურნალს! აი როგორ უნდა გამოიყენოთ ცხენის წაბლი გავრცელებული პრობლემის მოსაგვარებლად..

გაეცანით ნამდვილ მკურნალს! აი როგორ უნდა გამოიყენოთ ცხენის წაბლი გავრცელებული პრობლემის მოსაგვარებლად..

flekosteli

გაეცანით ნამდვილ მკურნალს! აი როგორ უნდა გამოიყენოთ ცხენის წაბლი გავრცელებული პრობლემის მოსაგვარებლად..

ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ დამეწყო აუტანელი თავის ტკივილები და მქონდა ხმაური თავში — გამუდმებით ჩამესმოდა ზუზუნი. წამლები არ მშველოდა. ერთმა ნაცნობმა მირჩია ცხენის წაბლის ნაყენის სმა. ასეც მოვიქეცი.

1/3 ჭიქა შაქრიან წყალს დავამატე 30 წვეთი წაბლის ნაყენი. წამლის მიღებიდან ნახევარ საათში უკეთესობა ვიგრძენი და სულ მალე მშვიდად დავიძინე. მეორე დღეს გავიმეორე და ტკივილმა საერთოდ გამიარა. ცხენის წაბლის ნაყენი ასე მზადდება: კანიანად დაჭრილ 50 გ ცხენის წაბლს დაასხით 0,5ლ არაყი და 2 კვირა დადგით ბნელ ადგილას. 30-40 წვეთი ნაყენი დაამატეთ დამტკბარ წყალს და დალიეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ. წაბლის ნაყენი შველის თავის ტკივილს, ჰიპერტონიას, თრომბოფლებიტს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რევმატიზმს, პროსტატის ადენომას, სტენოკარდიას.

ეფექტის გასაძლიერებლად ვამზადებ ცხენის წაბლის ბალზამსაც. 10 გ კანიანად დაჭრილ წაბლს ვასხამ 1 ჩ/ჭ ზეთს, ვდგამ წყლის ორთქლზე, მიმყავს ადუღებამდე. შეგრილებულს ვასხამ მუქი შუშის ბოთლში და ვინახავ გრილ ადგილას. ამ ბალზამით ღამით, დაძინებამდე შეგიძლიათ დაიზილოთ მტკივანი ადგილები, შემდეგ კი შემოიხვიოთ შალის ქსოვილი. ასევე განსაკუთრებით კარგია ბალზამი ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის დროს — იგი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს. თავის ტკივილისას კი ბალზამით ვიზელ საფეთქლებსა და შუბლს.

ექიმის კომენტარი: ცხენის წაბლის ნაყოფი უამრავ ბიოაქტიურ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. განსაკუთრებით ეფექტიანია წაბლის სპირტიანი ნაყენი. ცდამ დაადასტურა, რომ ეს ნაყენი აქვეითებს არტერიულ წნევას, ასტიმულირებს გულ- ლის მუშაობას, აფერხებს თრომბწარმოქმნას და ხსნის ლოკალურ შეშუპებებს, აფერ- ხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აწესრიგებს ცხიმების რაოდენობას სისხლში. წაბლის ექსტრაქტში შემავალი ესცინი მკაფიო ვენოტროპული ეფექტით ხასიათდება — აცხრობს ანთებას და შეშუპებას ვენების დაავადებების დროს. ცხენის წაბლის ნაყენი კლასიკურ მედიცინაში გამოიყენება — ამ პრეპარატს ესკუზანი ეწოდება. მას უნიშნავენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ჰემოროის დროს.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !