ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაუებარი რეცეპტი ბებოსგან, რომლის გამოყენების შემდეგ კუჭის პრობლემებისგან და თავის ტკივილისგან გათავისუფლდებით

უებარი რეცეპტი ბებოსგან, რომლის გამოყენების შემდეგ კუჭის პრობლემებისგან და თავის ტკივილისგან გათავისუფლდებით

flekosteli

შვრიის ნახარში — უებარი წამალი

“სწორედ უებარ წამლად მექცა ჩვეულებრივი შვრია. გამუდმებით მტკიოდა თავი, ხშირად მემართებოდა ბრონქიტი და ვერაფერს ვშველოდი მშრალ ხველას, ხშირად მქონდა დარღვეული კუჭის მოქმედება (ხან შეკრულობა, ხან აშლილობა). ყველა ეს ჩივილი მომიხსნა შვრიის ნახარშმა, რომელიც ასეთნაირად მზადდება:

2ს/კ შვრიის მარცვალს დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჩ/ჭ წყალი და გააჩერეთ 3-5 საათი. შემდეგ ადუღეთ 5-7 წთ და გააცივეთ. თითო სუფრის კოვზი გაწურული ნახარში მიიღეთ 5-10 დღის განმავლობაში 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ”.

ექიმის კომენტარი: შვრიის მარცვალი შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს — ეს მარცვლეული მდიდარია, · ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვული დაავადებების დროს და აყუჩებს თავის ტკივილს.

შვრიის კერძები საუკეთესოა კოლიტისა და ენტეროკოლიტის (ნაწლავების ანთების) დროს. შვრია აძლიერებს, აგრეთვე, სისხლის წარმოქმნას. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ნაწლავების ქრონიკული, მძიმე დაავადებისას შვრიის კერძის მიღება დაუშვებელია, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს. ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ შვრიის ნაყენი და ნახარში, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი მოქმედება აქვს. შვრიის ნახარშს უნიშნავენ საჭმლის მონელების დარღვევის დროს, დიზენტერიის გადატანის შემდეგ, შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის, ზედა სასუნთქი გზების დაავადების შემთხვევაში, ქრონიკული და მწვავე ბრონქიტების გამწვავებისას. შვრიის ნახარში არბილებს გაუხეშებულ კანს. მას ისვამენ სუფთა სახეზე და ნახევარი საათის შემდეგ პირს იბანენ თბილი წყლით. ამ პროცედურას იმეორებენ დღეგამოშვებით და აუცილებლად ღამით. შვრიის მარცვლებისგან მზადდება ე.წ. შვრიის ყავა, რომელიც ორგანიზმს აძლიერებს.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე”

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !