ოთხშაბათი, დეკემბერი 7, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა"აი როგორ ვუვლი სახის კანს ამ საოცარი პროდუქტით, უკვე 52 წლის ვარ!!...

“აი როგორ ვუვლი სახის კანს ამ საოცარი პროდუქტით, უკვე 52 წლის ვარ!! მისი ეფექტი მართლაც გასაოცარია, ამიტომ თქვენც გირჩევთ..”

flekosteli

“52 წლის ვარ და ვცდილობ, ყურადღება მივაქციო გარეგნობას. თანამედროვე ქალისთვის ხომ მეტად მნიშვნელოვანია მომხიბვლელობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში. ამისთვის კი, თურმე არც ძალიან ბევრი დრო და ფული ყოფილა აუცილებელი. ამაში ჩემმა დეიდაშვილმა დამარწმუნა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ თავისზე უმცროს მაკაცს გაჰყვა ცოლად. დეიდაშვილი დიდი ხანი არ მენახა და როცა შევხვდი, გაოცებული დავრჩი — ჩემ წინ იდგა ახალგაზრდა, კარგად მოვლილი ქალი, რომელსაც ნაოჭები თითქომის არ ჰქონდა.

რაღა თქმა უნდა, დავინტერესდი, როგორ მიაღწია ასეთ შედეგს (იგი 47 წლისაა). და აი, რა მიამბო: თურმე, მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას იყენებს. შეგიძლიათ იხმაროთ ლოსიონი, ნახარში, ნაყენი, საცხი, რომელთაც თავად დაამზადებთ მცენარეებისაგან. ამ მცენარეთა მოგროვება და გახმობა ძნელი არ არის, შედეგი კი გასაოცარია. მეც გამოვცადე საკუთარ თავზე და ახლა მინდა მკითხველსაც ვასწავლო.

თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დარბილდება და გაახალგაზრდავდება, ნაოჭები გასწორდება. 1) 1 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ და ათქვიფეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი ისეთი რაოდენობით, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. წაისვით 20 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

#2: თუ უპეები შეგიშუპდათ, გიშველით ჩაის ნაყენის საფენები. ზამთარში კარგია გამხმარი ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალენდულას ნაყენის, გახეხილი უმი კარტოფილის საფენები. #3: სახის კანისთვის ძალიან კარგია მოხარშული კარტოფილი, რომელიც ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, კარგად დასრისეთ, შეურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ მკვებავი კრემი.”

ექიმის კომენტარი: ზეითუნის ზეთი, გოგრა, ლიმონის წვენი, კარტოფილი. მათი ეფექტიანობა კარგადაა ცნობილი კოსმეტოლოგებისათვის და ამ კომპონენტებით დამზადებულ ნიღბებს საკმაოდ წარმატებითაც იყენებენ. ასე რომ, ქალბატონებს ვურჩევთ, გაითვალისწინონ მკითხველის გამოცდილება.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !