ოთხშაბათი, დეკემბერი 7, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობახახვის ნახარში ჰიპოტონიკებისთვის, რომელიც ეფექტურად ასტიმულირებს არტერიულ წნევას!!

ხახვის ნახარში ჰიპოტონიკებისთვის, რომელიც ეფექტურად ასტიმულირებს არტერიულ წნევას!!

flekosteli

ხახვის ნახარში ჰიპოტონიკებისთვის, რომელიც ეფექტურად ასტიმულირებს არტერიულ წნევას!!

უამრავი რჩევა იბეჭდება მათთვის, ვისაც მომატებული არტერიული წნევა აწუხებს, ხოლო მათთვის, ვინც დაბალ წნევას უჩივის რეკომენდაციას იშვიათად თუ წააწყდებით სადმე. უნდა აღინიშნოს, რომ არტერიული წნევის დაქვეითებას თავდაპირველად ფინჯანი ყავც კი შველის, თუმცა რა თქმა უნდა ეს დროებითია, ხოლო ბუნებრივი საშუალება, რაც უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში შეგინარჩუნებთ არტერიული წნევის ნორმალურ დონეს ეს ხახვის ნახარშია.

დაგჭირდებათ 2 საშუალო ზომის ხახვი და 100გრ შაქრის ფხვნილი

მომზადების და გამოყენების წესი შემდეგია: აიღეთ 2 საშალო ზომის ხახვი, დაახლოებით ქათმის მოზრდილი კვერცხისოდენა, არ გაფცქვნათ, ისე დაასხით 1ლ წყალი და დააყარეთ 100გრ შაქრის ფხვნილი. საშუალო ცეცხლის ალზე ხარშეთ 15 წუთი, მიღებული ნაყენი კი უნდა სვათ დღეში ნახევარი ჭიქა, მანამ სანამ არ გამოილევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნახარშს განსაკუთრებული სპეციფიკური სუნი და გემო არ გააჩნია, ამასთანავე მისი მიღება საკმაოდ დიდხან შეიძლება. დროთა განმავლობაში მისი ეფექტით არტერიული წნევა სტაბილურდება. შესაძლოა შეამჩნიოთ ისიც,რომ ნახარშის ხშირი მიღებისას გაციება და გრიპიც ნაკლებად შეგახსენებთ თავს!

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !