ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობასაუზმის იდეალური კომბინაცია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქარს, აქვეითებს ქოლესტერინს და გეხმარებათ წონის...

საუზმის იდეალური კომბინაცია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქარს, აქვეითებს ქოლესტერინს და გეხმარებათ წონის დაკლებაში!

flekosteli

შემდეგი საუზმის რეცეპტი იმდენად საოცარია, რომ მას შეუძლია რეალურად დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე და შეამციროს ქოლესტერინის დონე.

ვერ გადაგიწყვეტიათ რა მოამზადოთ საუზმეზე? რა თქმა უნდა, თქვენ გინდათ ისეთი რამ, რაც თქვენს სხეულს მისცემს სტიმულს, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სარგებელს და შეგმატებთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში.

მაშინ ჩვენ გასწავლით იდალურ საშუალებას!

ჩიას თესლი და შვრიის ფაფა საუზმეზე შეიძლება იყოს თქვენი ყველაზე ჯანსაღი არჩევანი. ორივე ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ წონის დაკლებას და გეხმარებათ მუცლის ცხიმისა და ორგანიზმში ჩარჩენილი ზედმეტი ცხიმის დნობაში.

შვრიის ფაფა სავსეა ბეტა-გლუკანში ხსნადი ბოჭკოებით, ნაერთით, რომელსაც შეუძლია სისხლში შაქრის დაბალანსება, ცუდი ქოლესტერინის შემცირება და გულის გაძლიერება.

გარდა ამისა, ის გვთავაზობს ცილის, ბოჭკოსა და მინერალების საკმარის რაოდენობას.

მეორეს მხრივ, ჩიას თესლი უზრუნველყოფს ომეგა -3-ს და ომეგა -6_ს მაღალი დოზებით და შეიცავს უფრო მეტ კალციუმს ვიდრე რძე და სხვა რძის პროდუქტები. კიდევ ერთხელ, ჩიას თესლს შეუძლია დაეხმაროს გულის გამართულ მუშაობას და აქვს მრავალი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო სარგებელი.

ჩიას თესლი რეკომენდირებულია ართრიტით დაავადებული ადამიანებისთვის და ასევე შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე.

რეცეპტი:  1 ჭიქა შვრია; 2 ჭიქა წყალი; 2 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი; 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი; 2 სუფრის კოვზი თაფლი; მწიკვი ზღვის მარილი; 4 სუფრის კოვზი ჩიას თესლი

ინსტრუქცია: ქვაბში დაამატეთ წყალი, დარიჩინი და ვანილი; მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ შეამცირეთ სითბო და დაამატეთ შვრიის ფაფა; ნარევი ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადადგით; დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წუთი.

ბოლოს დაუმატეთ თაფლი და მარილი; კარგად აურიეთ და მიღებული მასა ჩაასხით თასში; შემდეგ დაამატეთ ჩიას მარცვლები, სანამ საუზმე ჯერ კიდევ ცხელია.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !