ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაუხარისხო თაფლმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა! აი, როგორ უნდა გაარჩიოთ უხარისხო თაფლი...

უხარისხო თაფლმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა! აი, როგორ უნდა გაარჩიოთ უხარისხო თაფლი ხარისხიანისგან! ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!

flekosteli

მოგეხსენებათ, რომ თაფლი ძალიან ჯანსაღი საკვებია, მაგრამ იმისათვის, რომ ისარგებლოთ მისი ჯანმრთელობისთვის, უნდა დაადასტუროთ და გაარკვიოთ არის თუ არა ის მართლაც ნატურალური. საბედნიეროდ ამის გასარკვევად, არსებობს მარტივი გზები და ზოგიერთი მეთოდი ნამდვილად არ მოითხოვს დიდ შრომას.

პრობლემა ისაა, თაფლი უხარისხოა თუ ნამდვილი, ამ ორს შორის განსხვავება ნამდვილად უნდა შეგეძლოთ, რადგან პირველ რიგში დაზოგოთ თანხა და რეალურად ნამდვილად დარწმუნებულნი იყოთ, რომ მისგან ყველა სასარგებლო ნაერთს მიიღებთ .

ცერის ტესტი

აიღეთ ცოტაოდენი თაფლი და დაიდეთ ცერზე, დააკვირდით თაფლი იღვენთება გარშემო თუ არა?

თუ კი მაშინ დარმუნებულნი იყავით, რომ თქვენ მიერ შეძენილი თაფლი სულაც არაა ნატურალური, რადგან ნატურალური თაფლი არ უნდა იღვენთებოდეს.

წყლის ტესტი თქვენი თაფლის სისუფთავის შესამოწმებლად კიდევ ერთი გზაა წყლის ტესტი.

შეავსეთ ჭიქა წყლით. აიღეთ სუფრის კოვზი თაფლი და ჩადეთ ჭიქა წყალში. თუ თაფლი მალევე გაიხსნა, იცოდეთ, რომ ეს არ არის სუფთა თაფლი.

“ყალბი”, უხარისხო თაფლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მოიცავს: დექსტროზა; გლუკოზა; ინვერტული შაქარი; შაქრის სიროფი; სიმინდის სიროფი; ფქვილი; სახამებელი

ზოგიერთი თაფლი შეიცავს სხვა დანამატებს, რომლებიც ზემოთ არ არის ნახსენები. თუ ეს არ არის ყვავილის ნექტარი, მაშინ ეს ნამდვილად არ არის სუფთა თაფლი. უმი და ნატურალური თაფლი შეიცავს დაახლოებით 16 მინერალს, მინიმუმ 21 ვიტამინს, ასევე 18 ამინომჟავას, ფიტონუტრიენტებს, ანტიოქსიდანტებს და სამკურნალო თვისებებს.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !