ხუთშაბათი, დეკემბერი 1, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა5 გზა, იმისთვის რომ სახის კანზე არსებული ფორები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ!..

5 გზა, იმისთვის რომ სახის კანზე არსებული ფორები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ!..

flekosteli

მარტივი მეთოდი!

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი სხეული იცვლება, მაგრამ ჩვენს მიერ გაკეთებულმა არჩევანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რამდენად მკვეთრი იქნება ეს ცვლილებები.

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რამაც შეიძლება დაგვაბეროს, არის ჩვენი ფორების ზომა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასოდეს შევამცირებთ მათ სრულად, შეგვიძლია მხოლოდ ნაკლებად შესამჩნევი გავხადოთ. ასაკის მატებასთან ერთად ისინი ფართოვდებიან კანის ელასტიურობის დაქვეითების გამო. თუ ვისწავლით თუ როგორ მოვუაროთ ჩვენს კანს, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ მათი ზომაში ზრდა.

5 რჩევა ფორების შესამცირებლად

სანამ მაღაზიაში ან დერმატოლოგის კაბინეტში მიხვალთ კოსმეტიკური საშუალებებისა და გამწმენდი საშუალებების შესაძენად, რომლებზეც არ იცით როგორი რეაქცია ექნება თქვენს კანს, სცადეთ რამდენიმე მარტივი საშინაო საშუალება ფორების შესამცირებლად.

დაიბანეთ სახე ყოველდღიურად ნაზი გამწმენდით, რომელიც არ გაგიღიზიანებთ კანს და გრილი წყლით, შემდეგ გამოიყენეთ ტონერი. ტონერები შეიძლება სასარგებლო იყოს მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი. ხელნაკეთი ტონერი, რომელიც უაღრესად სასარგებლოა – ორი ს/კ. ვაშლის სიდრი ძმარი და ორი სუფრის კოვზი პიტნის ფოთოლი. შეურიეთ პატარა მინის კონტეინერში. გააჩერეთ ერთი კვირა, შემდეგ დაამატეთ ერთი ჭიქა გაფილტრული წყალი. ძმრის ძლიერი სუნრნელი გამო, რეკომენდებულია ამ საშუალების ღამით გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია დატენიანება და ორმაგად მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ ხურავს ფორებს. მოძებნეთ უცხიმო, არაკომედოგენური დამატენიანებელი. მაკიაჟმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიდი ფორები გაჩენა, ამიტომ დაიბანეთ სახე ძილის წინ და გამოიყენეთ პრაიმერი ტონალური კრემის წასმამდე, რათა გაათანაბროს თქვენი კანი და თავიდან აიცილოთ მაკიაჟის ჩარჩენა ფორებში.

შეეცადეთ გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად, მინიმუმ შეეცადეთ იპოვოთ ტონალური კრემი ან პრაიმერი, რომელსაც აქვს SPF 15+ და წაისვით გარეთ გასვლამდე მინიმუმ ოცდაათი წუთით ადრე, განსაკუთრებით სახეზე, მკერდზე და კისერზე. თუ ეს შესაძლებელია, ეცადეთ მოერიდოთ მზეს დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე, როდესაც მზის ძალა ყველაზე ძლიერია, რაც ხელს უშლის ულტრაიისფერი სხივებისგან მიღებულ დაზიანებას.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !