ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა2 ბუნებრივი საშუალება სისხლის ცუდი ცირკულაციისა და დიაბეტით გამოწვეული ჭრილობებისა და წყლულების...

2 ბუნებრივი საშუალება სისხლის ცუდი ცირკულაციისა და დიაბეტით გამოწვეული ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ!

flekosteli

დიაბეტით დაავადებულთა თითქმის 15%-ს უვითარდება დიაბეტური წყლული. კანის ეს წყლულები ასევე ცნობილია როგორც “დიაბეტური ფეხის წყლულები”, რადგან ისინი ყველაზე ხშირად ჩნდება ფეხებზე. თუმცა, ისინი ასევე შეიძლება განვითარდეს სხეულის ქვედა ნაწილში ნებისმიერ ადგილას.

ეს წყლულები კი, როგორც წესი, გამოწვეულია სისხლის ცუდი მიმოქცევის ან ვენების არასრულყოფილი ფუნქციით. თუ ამ სახის წყლულები მალე არ დაექვემდებარა მკურნალობას, შემდგომში მან შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, რომლებიც შეიძლება იყოს ისეთივე სერიოზული, როგორც ინფექცია. ამიტომაც სათანადო მოვლა და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან ასაცილებლად.

რა არის დიაბეტური წყლულები?
შაქრიანი დიაბეტის განვითარებისას სისხლში შაქრის მაღალი დონეც ჩნდება და ესაა პრობლემა, რომელიც ასუსტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რაც თავის მხრივ იწვევს ცუდ ცირკულაციას ფეხებში. ფეხებზე კანი ხდება სუსტი და მიდრეკილი ტრამვების მიმართ – განსაკუთრებით ღია ჭრილობების მიმართ.

რა იწვევს დიაბეტურ წყლულს?: ალკოჰოლი, თამბაქოს მოხმარება, სიმსუქნე, გულის დაავადება და თირკმელების დაავადება მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ზრდის ამ წყლულების რისკს. ცუდად მორგებულმა ფეხსაცმელმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბუშტუკები ფეხის თითებსა და ტერფებზე, რაც შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. სისხლში მაღალი შაქარი თრგუნავს იმუნურ პასუხს, ამიტომ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

დიაბეტისა და მისგან გამოწვეული წყლულების ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები: 
შაქრიანმა დიაბეტმა არა მხოლოდ შეიძლება გამოიწვიოს წყლულები, არამედ მას შეუძლია წყლულების შეხორცება ძალიან გაართულოს. ფაქტობრივად, თითების და ფეხების ამპუტაცია ძალიან რეალური შედეგია ბევრი ადამიანისთვის – დაახლოებით 15%. ეს ხაზს უსვამს ყოველდღიური მოვლისა და ყურადღების აბსოლუტურ სასიცოცხლო მნიშვნელობას.

როდესაც ჭრილობა იწყებს განვითარებას, ტერიტორიის სისუფთავის შენარჩუნება პრიორიტეტულია. ასევე, გირჩევთ გამოიყენოთ ბუნებრივი ჭრილობების სამკურნალო მალამოები, რადგან ისინი უსაფრთხოა და არ შეიცავს გვერდითი ეფექტებს.

ბუნებრივი, დაუმუშავებელი ორგანული თაფლი (არა დამუშავებული მასალა) არის წყლულის სამკურნალო საშუალება, რომელიც მშვენივრად მუშაობს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნატურალური თაფლის სახვევები ინარჩუნებს ჭრილობების სისუფთავეს, აჩქარებს შეხორცებას და ხელს უშლის სხვა შესაძლო რისკების განვითარებას.

ზეითუნის ზეთი ასევე აუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს გვერდითი ეფექტების გარეშე. კოლოიდური ვერცხლი და ჩინური მცენარეული აპლიკაციები ასევე დადებითად მოქმედებს სწრაფ შეხორცებაზე.

შაქრიანი დიაბეტის დროს ოზონირებული ზეითუნის ზეთის გამოყენების სარგებელი
ჭრილობების სისუფთავის შესანარჩუნებლად და სწრაფად შეხორცების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია!. კვლევები აჩვენებს, რომ გაზრდილი ჟანგბადი ასტიმულირებს თქვენი კანის ბუნებრივ სამკურნალო ძალას. გარდა ამისა, ის ამშვიდებს დაზიანებულ მიდამოში არსებულ ნერვებს და ამცირებს დისკომფორტს, შეშუპებას და სიწითლეს.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !