ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგაწუხებთ აკნე, თმის ცვენა და ხშირი თავის ტკივილი? ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის...

გაწუხებთ აკნე, თმის ცვენა და ხშირი თავის ტკივილი? ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის მოძებნაში ჩვენ დაგეხმარებით!..

avia.ge

სხეული გიგზავნით სიგნალებს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ.

აკნე, თავის ტკივილი, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც თქვენს ორგანიზმში მინერალების დეფიციტზე მიუთითებს.

იცოდით, რომ ადამიანების 75%-ს მაგნიუმის დეფიციტი აქვს, რაც იწვევს თავის ტკივილს და კუნთების სპაზმებს. მაშინაც კი, თუ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, არასოდეს უგულებელყოთ ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომები. უბრალოდ მიირთვით საკვები, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმში მინერალების სწორი რაოდენობის შენარჩუნებაში, რათა შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა.

აკნე– თუთიის დეფიციტი: ოდესმე გიცდიათ მათი გამომწვევი მიზეზების გარკვევა? საუბარია თუთიის დეფიციტზე, რომელიც აუცილებელი მინერალია ჯანსაღი სახის კანის შესანარჩუნებლად. თუთიის შესანიშნავი წყაროა გოგრის თესლი, არაქისი, ნუში და ისპანახი.

თავის ტკივილი – მაგნიუმის დეფიციტი: სტრესი და დაღლილობა ყოველთვის არ არის თავის ტკივილის მიზეზი. ხშირად ეს გამოწვეულია ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობით. არ ინერვიულოთ: ამის გამოსწორება შეგიძლიათ საუზმეზე უბრალოდ ბანანის მირთმევით და თქვენს დიეტაში კომბოსტოს დამატებით.

კუნთების სპაზმი – მაგნიუმის დეფიციტი: იმის შესახებ, თუ რისი გამოყენება გჭირდებათ ამ შემთხვევაში, ზემოთ ითქვა. მაგრამ არის კიდევ ერთი რეკომენდაცია: თუ ხშირად გაწუხებთ კუნთების სპაზმები, დაიწყეთ ცხელი აბაზანის მიღება ეფსომის მარილებით. ის შეიწოვება კანის მიერ და მარტივად მოგიხსნით პრობლემასაც.

მტვრევადი ფრჩხილები და მშრალი თმა – ვიტამინი B7 დეფიციტი:

ფრჩხილებთან და თმასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება ბევრი რამ გითხრათ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ თქვენი ფრჩხილები მტვრევადია და თმაც გამომშრალია, ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებისკენ. ამ პრობლემების გადასაჭრელად კი მიირთვით მეტი არაქისი, საფუარი და ყველი.

სუსტი თმა – რკინის დეფიციტი: თუ სავარცხელზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თმა გრჩებათ. ეს შეიძლება მიუთითებდეს თქვენს ორგანიზმში რკინის დეფიციტზე. მწვანე ბოსტნეული და წითელი ხორცი ამ პრობლემის შესანიშნავი გამოსავალია.

თეთრი ლაქები – საჭიროა ცხიმოვანი მჟავები: ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ ამ ლაქებს, რომლებიც ჩნდება თითის წვერებზე ან მაჯებზე. ეს სიმპტომი მიუთითებს ცხიმოვანი მჟავების დეფიციტზე, რომლის შევსება შესაძლებელია ომეგა 3-ით მდიდარი საკვების მიღებით: თევზი, ზღვის პროდუქტები, თევზის ზეთი, თხილი.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !