ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაკოთხუჯი ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ! ის სწორედ მაშინ დაგეხმარებათ, როდესაც იმედები უკვე გადაწურული...

კოთხუჯი ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ! ის სწორედ მაშინ დაგეხმარებათ, როდესაც იმედები უკვე გადაწურული გაქვთ..

flekosteli

წავიკითხე კუჭის წყლულის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი. მე მათგან სრულიად განსხვავებული რეცეპტი მაქვს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.

21 დღე ვსვამდი კოთხუჯის ნაყენს, შემდეგ გავიკეთე ენდოსკოპია განმეორებით და წყლული აღარ აღმომაჩნდა. ექიმები გაოცდნენ. ეს იყო 2004 წელს. მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა ვცდილობ, დიეტური საკვებით ვიკვებო.

ახლა კი რეცეპტს შემოგთავაზებთ: 100 გ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი. დადგით 2 კვირა, გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. აჯობებს თუ უწყლოდ დალევთ.

ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !