ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგთავაზობთ წამლის რეცეპტს, რომელიც გაციების დროს უებარია და დაგიცავთ ყოველგვარი ინფექციისგან!

გთავაზობთ წამლის რეცეპტს, რომელიც გაციების დროს უებარია და დაგიცავთ ყოველგვარი ინფექციისგან!

avia.ge

“ცნობილია, რომ ნიორი ერთ-ერთი ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებაა . უხდება გულის დაავადებებს, ნაწლავებს, ებრძვის ინფექციებს, ზედმეტ წონას.

სწორედ ამიტომაც მინდა გასწავლოთ იმ წამლის რეცეპტი, რომელიც გაციების დროს უებარია და დაგიცავთ ყოველგვარი ინფექციისგან: 1/4 ჩ/კ გახეხილ ნიორს დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი , კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ. კარგია გაციების სეზონის წინ იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად. ამ წამალს გრიპის სეზონის დაწყებისთანავე 2-3 კვირის განმავლობაში ვასმევ ჩემი ოჯახის წევრებს. უმჯობესია ყოველდღიურად ახალი ულუფის მომზადება.

და უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ სერიოზული ინფექცია არ შეგვხვედრია. გარდა ამისა, მე და ჩემს მეუღლეს (ორივე 60-ს გადაცილებული ვართ) საგრძნობლად გაგვიუმჯობესდა საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოგვიწესრიგდა წნევა, კუჭ-ნაწლავის მუშაობა, მოგვეხსნა გულის პრობლემები.”

ექიმის კომენტარი: ნიორი მართლაც მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, ნაღვლის სეკრეციას, ასტიმულირებს გულის მუშაობას და აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს.

ნიორი გამოიყენება რესპირატორული დაავადებების ეპიდემიათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ნივრის დადებითად მოქმედება გულის მუშაობაზე ნივთიერება ალიცინის დამსახურებაა, რომელიც ნიორს აძლევს მისთვის დამახასიათებელ მკვეთრ სუნს. ალიცინის ნაწილაკები რეაქციაში შედის სისხლის უჯრედებთან — ერითროციტებთან. შედეგად წარმოიქმნება გოგირდწყალბადი, რომელიც ამცირებს სისხლძარღვების კედლის დაჭიმულობას. ამის მიუხედავად, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ნივრის საფუძველზე დამზადებული საკვები დანამატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. გოგირდწყალბადს საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს. მცირე რაოდენობით კი მნიშვნელოვანროლს თამაშობს უჯრედების ურთიერთქმედების პროცესში.

სისხლძარღვების შიგნით ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის დინებას, რაც აქვეითებს სისხლის წნევას, ზრდის სასიცოცხლო ორგანოებისათვის ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს გულზე დატვირთვას.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !