ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობათუ ამინდის ცვლილებასთან ერთდ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უარესდება, წნევა გიწევთ და თავი...

თუ ამინდის ცვლილებასთან ერთდ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უარესდება, წნევა გიწევთ და თავი გტკივათ, მაშინ ეს ნაყენი თქვენთვისაა!!

avia.ge

მას შემდეგ, რაც არაერთმა დაავადებამ შემაწუხა, უფრო ყურადღებიანი გავხდი საკუთარი ჯანმრთელობისადმი. ვცდილობ, ხელი შევუწყო ორგანიზმს, ვაკვირდები, რა მრგებს და რა მვნებს.

აღმოვაჩინე, რომ გარემოს ტემპერატურისა და წნევის მკვეთრი ცვლილება საგრძნობლად მიუარესებს მდგომარეობას: მეწყება თავის და სახსრების ტკივილი, მიწევს წნევა, მიუარესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება. ერთ ნაცნობ ექიმს ვუამბე ამის შესახებ. ასეთ სიმპტომებს ამინდისადმი მომატებული მგრძნობელობა ანუ მეტეოდა- დამოკიდებულება ჰქვიაო, კონკრეტული კი ვერაფერი მირჩია. სამაგიეროდ, მე თავად მივაგენი ხალხურ რეცეპტს:

კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.

ნაყენი ასე მზადდება: 1,5 ს/კ დანამცეცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 0,5 ლ არაყი, დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით, შემდეგ გადაწურეთ. სვით თითო ჩ/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. მაგნიტური ქარიშხლებისა და ამინდის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში ქრონიკული დაავადებების (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების) მქონე ყველა ადამიანს ვურჩევ, 2-3 კვირის განმავლობაში სვას ეს ნაყენი. ეფექტი ნამდვილად აქვს, თან საერთოდაც არაა საზიანო ორგანიზმისთვის, რასაც სხვა სააფთიაქო საშუალებებზე ვერვიტყვით.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !