ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა8 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა სისხლის შედედების მაღალი რისკის ქვეშ იყოთ

8 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა სისხლის შედედების მაღალი რისკის ქვეშ იყოთ

flekosteli

ამერიკული ჰემატოლოგიის საზოგადოების თანახმად სისხლის შედედების რამდენიმე რისკ-ფაქტორია:

სიმსუქნე; ორსულობა; პასიური ცხოვრების წესი; მოწევა; ტრავმა; ოპერაციები; 60 წელზე მეტი ასაკი

სისხლის შედედების ოჯახური ისტორია; ქრონიკული ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი)

სისხლის შედედება რეალურად ძალიან საფრთხილო პრობლემაა, რადგან შედედებული სისხლი შესაძლოა რომელიმე კაპილარში გაიჭედოს და აღნიშნული ორგანოს ჟანგბადით კვდომა დაიწყოს. ეს ორგანო შეიძლება იყოს გულიც, ტვინიც ან თუნდაც კიდურები.

ამიტომაცაა საჭირო, რომ გავეცნოთ 8 გამაფრთხილებელ ნიშანს, რომელიც შესაძლოა ახასიათებდეს სისხლის შედედებას, ასევე, როდის უნდა მიმართოთ ექიმს და რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად.

მოულოდნელი ტკივილი: გულმკერდის არეში, ტკივილი შეიძლება იგრძნოთ, როგორც სიმძიმის შეგრძნება მკერდზე. ასვე ყრუ ტკივილი რომელსაც ასევე თან ახლავს სხვა სიმპტომები, არის ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა გქონდეთ თრომბი.

კანი: სისხლის შედედების დროს თქვენი კანი ფერმკრთალდება და შემდგომ ლურჯ ფერს იღებს, რადგან სხეულის ის ნაწილი ჟანგბადით კვდომას იწყებს.

მგრძნობელობის დაკარგვა; ჩხვლეტა ან დაბუჟება ფეხებში ან ხელებში  ასევე შეიძლება იყოს სისხლის შედედების ნიშანი. ვინაიდან სისხლი თრომბის მიდამოში სქელდება, ამ მიდამოში სისხლი კარგად ვეღარ ცირკულირებს.

თავის ტკივილი მხედველობის ან მეტყველების უნარის დაკარგვით: თავის ტვინში სისხლის შედედებას იშემიური ინსულტი ეწოდება. თავის ტკივილი საკმაოდ ხშირია, მაგრამ ეს არ უნდა დაუკავშიროთ სისხლის შედედებას, თუ ეს თქვენი ერთადერთი სიმპტომია. თუმცა გეტყვით იმასაც, რომ ტვინში სისხლის შედედებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მეტყველების უნარზეც.

ღებინება, დიარეა მუცლის ტკივილით: ღებინების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც საკვებით მოწამვლა, ასევე კუჭში სისხლის შედედება. მუცლის ღრუს თრომბმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, განსხვავებით სხვა სახის თრომბების ყრუ ტკივილისგან.

სუნთქვის პრობლემები: ფილტვებში სისხლის შედედებას ეწოდება ფილტვის ემბოლია იგივე სიმპტომები შეიძლება მოხდეს გულში სისხლის შედედების დროს. ქოშინი, შეგრძნება თითქოს სუნთქვა გიჭირთ, გულმკერდის ტკივილი, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, ცხელება და ხველა-ეს ყოველივე ფილტვებში სისხლის შედედების საყურადღებო ნიშანია.

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან სწრაფ კონსულტაცია, განსაკუთრებით თავის ტვინში, გულში, მუცელში ან ფილტვებში სისხლის შედედების სიმპტომებით. ექიმმა შეიძლება გამოიყენოს არაინვაზიური ულტრაბგერა კიდურებზე სისხლის შედედების შესამოწმებლად და სისხლის ტესტი კოაგულაციის ფაქტორის შესამოწმებლად.

მაიოს კლინიკის კვლევის მიხედვით, თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ზომები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად. ისინი გირჩევენ:

მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, მეტი ივარჯიშეთ და ჯანსაღად იკვებეთ. ასევე მიიღეთ დიდი რაოდენობით ომეგა -3.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !