ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაკომშის თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით! 

კომშის თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით! 

avia.ge

ვიტამინიზირებული ბომბა: კომშის თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით!

დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კოლიტი. ნაცნობმა მასწავლა, რომ ნაწლავების ანთებისთვის უებარი ყოფილა კომშის თესლის ნახარში. მე ვიცოდი, რომ კომშის თესლი შველოდა ხველას და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მაინც მივიღე ნაცნობის რჩევა, მოვამზადე წამალი მისი რეცეპტის მიხედვით და მას შემდეგ კუჭ-ნაწლავს აღარ შევუწუხებივარ.

რეცეპტი: სამი კომშის გულს (კურკებიანად) უნდა დაასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი და ხარშოთ 5-7 წთ. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, 1 კვირის განმავლობაში.

ექიმის კომენტარი: კომშის ნაყოფი ძალზე გემრიელია და ამასთან, ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც სამკურნალო საშუალება. სამკურნალოდ გამოიყენება კომშის თესლი, რომელიც მდებარეობს ნაყოფის გულში — მის ბუდეებში. თესლი ღეჭვის დროს გამოყოფს ბევრ ლორწოს. მისი კანი შეიცავს 20%-მდე ციანოგენის გლიკოზიდს. ნაყოფის რბილობი K და კანი კი მდიდარია K და C ვიტამინებით. კომშის ნაყოფს აქვს შარდმდენი, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი და საფაღარათო მოქმედება, თესლს კი — გარდა ამ თვისებებისა, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტი, რის გამოც მას დიდი ხანია იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა სამკურნალოდ.

კომშის თესლიდან გამოყოფილი ლორწო ათხელებს ნახველს და ამიტომ იგი დადებით ეფექტს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს. იგივე ლორწო, რომელსაც კუჭ ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისებები აქვს, წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტებისა და მეტეორიზმის დროს. კომშის ნაყოფი იხმარება მოხარშული და შემწვარი სახითაც, მისგან მზადდება მურაბა, მარმელადიც კი.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !