ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგთავაზობთ ფილტვის ტუბერკულიოზის სამკურნალო ნატურალურ საშუალებას, რომელიც ხალხური მედიცინის ერთ ერთი ყველაზე...

გთავაზობთ ფილტვის ტუბერკულიოზის სამკურნალო ნატურალურ საშუალებას, რომელიც ხალხური მედიცინის ერთ ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია..

flekosteli

გიზიარებთ მომხმარებლის გამოცდილებას

მჭირდა ფილტვების ტუბერკულოზი. ქიმიური წამლებით ვიმკურნალე, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, თითქოს ავადმყოფობას ვერ ვერეოდი. ნაცნობმა მირჩია, დინდგელით მემკურნალა. მოვამზადე ეს წამალი და 5 თვის განმავლობაში ვსვი. ახლა კარგად ვარ. ყველაფერი მომიწესრიგდა — თავიდან დავიბადე. ახლა მინდა, ეს რეცეპტი სხვებმაც იცოდნენ, რადგან ბოლო დროს ტუბერკულოზი ძალიან გახშირდა.

რეცეპტი: 100 გ გახეხილ დინდგელს დაასხით 500 მლ 96-გრადუსიანი სპირტი. ჭურჭელი ანჯღრიეთ 30 წუთი. შემდეგ 5 დღე დადგით ბნელ ადგილას, გაწურეთ დოლბანდში. მიღებული ხსნარი დიდხანს ინახება. სპირტხსნარი მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე, სამჯერ დღეში 20-30 წვეთი (უნდა გახსნათ ნახევარ ჭიქა წყალში ან რძეში).

ექიმის კომენტარი: პროპოლისი ანუ დინდგელი ფუტკრის მიერ გამომუშავებული ფისისებრი ნივთიერებაა, რომელსაც სასიამოვნო სურნელი, მომწარო გემო და წებოვანი კონსისტენცია აქვს. მისი ქიმიური შემადგენლობა არასაკმარისადაა შესწავლილი. ძირითადი კომპონენტებია მცენარეული ფისები (50-55%), ეთერზეთები და ცვილი.   პროპოლისი დიდი ხანია გამოიყენება სამკურნალოდ ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში. ხალხური მედიცინა მას ფართოდ იყენებს ჭრილობებისა და კოჟრების მკურნალობისას. დინდგელის გამოყენება მის ანტიბაქტერიულ თვისებებს ეფუძნება.

მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პროპოლისის წყლიან ექსტრაქტს ბაქტერიციდული მოქმედება აქვს ასამდე მიკროორგანიზმზე, მათ შორის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ლეპტოსპიროზის, დიფტერიის გამომწვევებზე, სოკოებსა და სხვა, ამ მოქმედების სიძლიერე დამოკიდებულია პროპოლისის კონცენტრაციაზე.

ექსტრაქტის დასამზადებლად 100 გ დინდგელი უნდა გახეხოთ ან დაჭრათ წვრილად, დაასხათ 100 მლ გამოხდილი წყალი, მოათავსოთ წყლის ორთქლზე რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გაფილტროთ ნალექის მოსაშორებლად. მზა ექსტრაქტი მუქი ყვითელი ფერის სითხეა. პროპოლისი სპობს მიკროორგანიზმთა მიერ გამოყოფილ ტოქსინებს (შხამებს). ცდებით დადგინდა, რომ მისი წყლიანი ექსტრაქტის ხანგრძლივად (4-7 თვე) მიღებისას საგრძნობლად უმჯობესდება ტუბერკულოზით დაავადებულთა მდგომარეობა. მკურნალობის დაწყებიდან მე-10-15 დღეს უკვე აღინიშნება დადებითი დინამიკა.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !