ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგულზე ადრეული ასაკიდან იზრუნეთ - ამაში საზამთრო დაგეხმარებათ!

გულზე ადრეული ასაკიდან იზრუნეთ – ამაში საზამთრო დაგეხმარებათ!

avia.ge

გულზე ადრეული ასაკიდან იზრუნეთ – ამაში საზამთრო დაგეხმარებათ!

დადგა ზაფხული და ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელის საზამთროს სეზონის დაწყებას. მართლაც, რა არის მწიფე და ცივ საზამთროზე უკეთესი ზაფხულის ცხელ დღეებში. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საზამთროს წითელ რბილობს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კურკებს აცლიან და ისე მიირთმევენ. არადა, როგორც აღმოჩნდა, რბილობზე არანაკლებ სასარგებლო ყოფილა კურკები.

საზამთრო – არა მხოლოდ წვნიანი და გემრიელი ხილია, არამედ სასარგებლოც. საზამთრო დაბალკალორიულია და ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებენ.

სა­ზამ­თ­როს რბი­ლო­ბი 80-95% სითხის­გან შედ­გე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძლი­ერ შარ­დ­მ­დენ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ზამ­თ­რო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ლე­ბაა.

საზამთრო მდი­და­რია A, C, B, PP ვი­ტა­მი­ნე­ბით, შე­ი­ცავს ფრუქ­ტო­ზას, ეთე­რო­ვან ზე­თებს, ვაშ­ლ­მ­ჟა­ვა­სა და ტუ­ტო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბებს. სა­ზამ­თ­როს თეს­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 35% ცხი­მი შე­დის.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ სხეულში მუდმივად ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც წესრიგს უზრუნველყოფს.

ამ პროცესში მონაწილეობს თავისუფალი რადიკალები რომლებიც ჯანსაღ უჯრედებზე ნეგატიურად მოქმედებენ და გულს, ნერვულ და იმუნურ სისტემას აზიანებენ. სწორედ აქ გვეხმარება ანტიოქსიდანტები.

კარდიოლოგები თვლიან, რომ საზამთრო ლიკოპინის (რის გამოც საზამთრო წითელია) შესანიშნავი წყაროა, რომელიც გულის დაავადების და მათ შორის კიბოს რისკს ამცირებს.

სასარგებლო ამინომჟავებს შორის ექიმები ციტრულინს გამოყოფენ, რომელიც სისხლის მიმოქცევაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, საზამთრო C და A ვიტამინებით, ასევე კალიუმით და მაგნიუმით მდიდარია.

საზამთროს კურკები მდიდარია ლიზინით და ტრიპროფანით. ასევე ამინომჟავებით რომლებიც ორგანიზმის გულის დაავადებებისგან დაცვაზე აგებენ პასუხს. შეიცავს არგინინს რომელიც ორგანიზმს წნევის დარეგულირებაში ეხმარება.

აი როგორ უნდა დავამზადოთ ჩაი საზამთროს კურკებისგან:

გაჭყლიტეთ და გახეხეთ 4 სუფრის კოვზი საზამთროს კურკა. მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. დალიეთ როგორც ჩაი 2 დღის განმავლობაში, შეისვენეთ – 1 დრე. გაიმეორეთ 2 კვირის განმავლობაში.

საზამთროს ქერქი (თეთრი რბილობითურთ) კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათით დადგით. ეს ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა, მერე რამდენიმე თვე დაისვენეთ. ყოველ შემოდგომაზე და გაზაფხულზე თითო კურსი უნდა ჩატარდეს. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !