ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა თქვენს წინაშეა სისხლძარღვების საიმედო დამხმარე: გამოიყენეთ ეს წამალი წელიწადში ერთხელ და დაივიწყეთ...

 თქვენს წინაშეა სისხლძარღვების საიმედო დამხმარე: გამოიყენეთ ეს წამალი წელიწადში ერთხელ და დაივიწყეთ ავადმყოფობა!

flekosteli

 თქვენს წინაშეა სისხლძარღვების საიმედო დამხმარე: გამოიყენეთ ეს წამალი წელიწადში ერთხელ და დაივიწყეთ ავადმყოფობა!

არაერთხელ გავუოცებივარ იმ მცენარეთა მრავალფეროვნებას, რომლებიც ადამიანს
ჯანმრთელობის შენარჩუნებასა თუ სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება.

მთელი ეს საგანძური ჩვენს ხელთაა; მთავარია, ვიცოდეთ, რომელი რისთვის  გამოვიყენოთ. ციტრუსები რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ როგორც კი მათზე ჩამოვარდება საუბარი, ყველა რატომღაც ლიმონს, ფორთოხალსა და მანდარინს იხსენებს. გრეიპფრუტს ჩვენში იშვიათად მიირთმევენ, არადა იგი გაცილებით მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით, ვიდრე მისი რომელიმე თანამოძმე.

გრეიფრუტის კალორიულობა და შემადგენლობა : გრეიპფრუტის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 35 კკალორია. მას მდიდარი შემადგენლობა აქვს, ზოგიერთი ნივთიერება უნიკალურია. ძირითადი ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, პროტეინები, უჯრედისი, მშრალი ბალასტური ნივთიერებები. რბილობის დიდი ნაწილი წყალია – 100 გრამზე 88,8 გრამი.

 

ვიტამინები:

ყველაზე მეტი გრეიპრუტში С ვიტამინია, ასევეა А, РР, В ჯგუფის ვიტამინები – В1, В2, В5, В6, В9. მის სარგებლობას დიდად განსაზღვრავს ტოკოფეროლი, ანუ Е ვიტამინი – მძლავრი ანტიოქსიდანტი. ასევე მდიდარია ხილი მინერალური ნივთიერებების შემადგენლობით: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი.

ჩემი და გამუდმებით მირჩევდა, მესვა გრეიპფრუტისგან მომზადებული წამალი, რადგან ქოლესტერინი მომატებული აღმომაჩნდა. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა, ამიტომ თვითონვე მომიმზადა და მეც თვინიერად მივიღე.

შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა — რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლში ქოლესტერინის დონის მაჩვენებლებმა საგრძნობლად დაიწია. გრეიპფრუტში დიდი რაოდენობით არის ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), რომელიც აძლიერებს და არეგულირებს ქოლესტერინულ ცვლას.

გარდა ამისა, ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, თავდაცვით ძალებს.
აიღეთ 3-3 ცალი საშუალო ზომის გრეიპფრუტი და ლიმონი, დაჭერით სქლად და კურკები გამოაცალეთ.

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, აურიეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 24 საათით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე დადგით. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობა ასეთი სქემით მიმდინარეობს:

1 კვირა წამალს იღებთ, მეორე კვირას ისვენებთ, შემდეგ ისევ იღებთ, მას, ვისაც გასტრიტი ან კუჭის წყლულოვანი დაავადება აქვს, ანდა, უბრალოდ, ალერგიის გამო ვერ იტანს ციტრუსებს, ეს წამალი, სამწუხაროდ, არ გამოადგება, დანარჩენებს კი მისი მიღება თამამად შეგიძლიათ.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !