ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაზაფხულში ყველას გვაწუხებს მწერების ნაკბენი. ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ სახლში  სწრაფად გადაჭრათ ეს...

ზაფხულში ყველას გვაწუხებს მწერების ნაკბენი. ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ სახლში  სწრაფად გადაჭრათ ეს პრობლემა. 

avia.ge

ზაფხულში ყველას გვაწუხებს მწერების ნაკბენი. ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ სახლში  სწრაფად გადაჭრათ ეს პრობლემა. 

მწერის ნაკბენის მკურნალობა

მწერის ნაკბენის უყურადღებოდ დატოვება არ იქნება სწორი. სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ჩვენ რამდენიმე რეცეპტი შევაგროვეთ, რომლებიც ასეთ დროს დაგეხმარებათ.

ბუზანკლისა და კოღოს ნაკბენს აშუშებს ანწლის, დიდგულას ან მრავალძარღვას ფოთლები.

ახალმოკრეფილ ფოთლებს წყალი გადაავლეთ, ხელით დასრისეთ და წვენი ნაკბენზე წაისვით. ეს მცენარეები, გარდა იმისა, რომ შეშუპებას შეამცირებენ, ნაკბენის დეზინფექციასაც მოახდენენ.

შეიძლება გამოიყენოთ წყალში 1:3 თანაფარდობით გაზავებული ნიშადურის სპირტის ხსნარიც. ისიც ნაკბენ ადგილას უნდა წაისვათ.

ქინქლას ნაკბენს უხდება ხახვის ახალგამოწურული წვენი. დაასველეთ ბამბა ან დოლბანდის ტამპონი და მტკივან ადგილზე დაიდეთ.

ფუტკრის ან კრაზანას კბენას ადამიანი მაშინვე გრძნობს. ამ დროს საჭიროა სწრაფი რეაგირება, რადგან ამ მწერების შხამი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. თავდაპირველად ჭრილობიდან ნესტარი უნდა ამოიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ის პატარა პარკი, რომელიც ნესტრის ბოლოზეა მოთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკბენში მეტი შხამი შევა და ტკივილი და სხვა შეგრძნებები გამძაფრდება.

ნესტრის ამოღების შემდეგ კარგი იქნება, თუ ნაკბენზე ნივრის ფაფას დაიდებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ის კანის დამწვრობასაც იწვევს.

ამ დროს გამოგადგებათ ოროვანდის კომპრესი: ერთი-ორი წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, მერე კი თხლად თაფლწასმული მიიდეთ მტკივან ადგილზე.

ნებისმიერი მწერის ნაკბენზე კარგია ყინულის დადებაც. ის ხსნის შეშუპებას და აცხრობს ქავილსა და წვას. თითქმის ყველა მწერის ნაკბენით გამოწვეული ზომიერი ალერგიული რეაქცია 15-20 წუთის შემდეგ გაივლის, თუ ნაკბენ ადგილს ალოეს ახალგამოწურულ წვენს წაუსვამთ. და საერთოდ, ჯობს, ეს მცენარე სახლში გაახაროთ, რადგან ის წარმატებით უმკლავდება ათეულობით დაავადებას.

მწერის ნაკბენის ნეიტრალიზება ახალგამოწურული ლიმონის წვენითაც შეიძლება. ლიმონის წვენი აცხრობს ქავილის შეგრძნებას და კანის რეაქციას. ოღონდ სასურველია გამოვიყენოთ არა სუფთა წვენი, არამედ მისი წყალხსნარი – 1:1. დაგეხმარებათ არაყიც. ეს კარგად ნაცადი საშუალებაა, ხსნის შეშუპებას, ქავილს და კანის გაღიზიანებას.

დაბოლოს, თუ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით ან აშკარაა ძლიერი ალერგიული რეაქცია, თუ ნაკბენი ადგილი ან მთელი კიდური შეშუპდა ან შესივდა (ეს სერიოზული სიმპტომია) ან სხვაგვარად გამოიხატა ორგანიზმის მკვეთრი რეაქცია, ჯობს, არ გარისკოთ და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

სიტუაციის გართულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებთ თავიდან, თუ საქმეში სპეციალისტს ჩართავთ.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !