ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაიოდი საუკეთესო დამხმარე აღმოჩნდა პოდაგრას სამკურნალოდ - საკუთარ თავზე გამოვცადე და კმაყოფილი...

იოდი საუკეთესო დამხმარე აღმოჩნდა პოდაგრას სამკურნალოდ – საკუთარ თავზე გამოვცადე და კმაყოფილი ვარ..

avia.ge

იოდი საუკეთესო დამხმარე აღმოჩნდა პოდაგრას სამკურნალოდ – საკუთარ თავზე გამოვცადე და კმაყოფილი ვარ..

პოდაგრა (ხალხში მას ნიკრისის ქარსაც უწოდებენ) ართრიტის ნაირსახეობაა – მისი ძირითადი გამოვლინებაა ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება; მას იწვევს სახსრებში შარდმჟავა კრისტალების წარმოქმნა ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე მაღალი შარდმჟავას დონე. პოდაგრა  ყალიბდება წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით, გენეტიკური ფაქტორებისა და პურინებით მდიდარი საკვების მოხმარების ჩათვლით.

პურინები არის ქიმიური ნაერთების ტიპი, რომელიც გვხვდება საკვებსა და სასმელში. შარდმჟავა პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტია. პურინები ყოველდღიური კვებითი რაციონის ნაწილია, მაგრამ პურინებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება უკავშირდება პოდაგრის  განვითარების მომატებულ რისკს. პურინით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება ლუდი, წითელი ხორცი და ზღვის პროდუქტები, მაგალითად, კრევეტები და მოლუსკები.

ავადმყოფობის ადრეული სტადიები ხასიათდება სისხლში შარდმჟავას მომატებული შემცველობით 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე  მეტად. ამ მდგომარეობას ჰიპერურიკემია ეწოდება. პოდაგრის ნიშნები და სიმპტომები მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება.პოდაგრა მრავალსისტემური დაავადებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი, როგორიცაა სახსრები, მყესები, კანი და ყურის ხრტილი. ეს გამოწვეულია სისხლში შარდმჟავას დონის მომატებით. პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება მკურნალობა.

იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების კერას. სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი საკმაოდ საგრძნობია.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს, შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტები:

1. იოდი – 10 მლ

2.ასპირინი – 5 აბი

იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !