ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა მცენარე, რომელიც  ღვთის კურთევაა: მას შეუძლია ბევრ პრობლემას გაუმკლავდეს - ჩემთვის მართლაც...

 მცენარე, რომელიც  ღვთის კურთევაა: მას შეუძლია ბევრ პრობლემას გაუმკლავდეს – ჩემთვის მართლაც აღმოჩენაა ეს ინფორმაცია!

avia.ge

 მცენარე, რომელიც  ღვთის კურთევაა: მას შეუძლია ბევრ პრობლემას გაუმკლავდეს – ჩემთვის მართლაც აღმოჩენაა ეს ინფორმაცია!

ლეღვის სასარგებლო თვისებები

ლეღვის მწიფე ნაყოფი გაჯერებულია შაქრებითა და ორგანული მჟავებით. ზოგიერთი ჯიში 71%-მდე შაქარს შეიცავს. ეს არის გლუკოზა, ლევულოზა, საქაროზა, შედარებით ნაკლები რაოდენობით არაბინოზა, სედოჰენტულოზა და მანოჰეპტულოზა. მჟავებიდან ნაყოფში უმთავრესად ლიმონმჟავა შედის. მწიფე ლეღვში აღმოჩენილია აგრეთვე გლიცერინის მჟავა. კაროტინი მასში ძალიან მცირე რაოდენობითაა, სამაგიეროდ უხვადაა პექტინები, რკინა და სპილენძი.

თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი. ის უნიკალურად ანაყრებს, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს.

ბევრი ხილისაგან განსხვავებით ლეღვი არ იწვევს წყურვილს. სწორედ
ამ თვისებათა გამო ალექსანდრე მაკედონელის საომრად წასულ მებრძოლებს თურმე ყოველთვის ჰქონდათ თან ბუნების ეს საოცრება. ძალთა მოზღვავების, წყურვილის მოკვლისა და დანაყრების მიზნით მეომრები შეტაკებების შემდეგ ყოველთვის მიირთმევდნენ ლეღვს.

ლეღვით მკურნალობენ მოწამვლას, რადგანაც ის ხელს უწყობს კუჭის ფუნქციობის ნორმალიზებას, აქტიურად ასტიმულირებს ღვიძლსა და თირკმელებს.

ლეღვი გადასარევი საშუალებაა ანგინის დროს. ქვაბში ჩაასხით 2 ჭიქა რძე, ჩაყარეთ 5 ცალი ლეღვი და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. დააცადეთ რომ რძე ცოტა აორთქლდეს. მეოთხედი ჭიქა დალიეთ ყლუპობით. ეს ნარევი კარგი სიცხის დამწევი სითხეა.

თუ ხმა ჩაგეხლიჩებათ ერე ჭიქა რძეში ჩაყარეთ 4 ცალი ლეღვი, მოხარშეთ, შემდეგ ნაყოფი ჩაჭყლიტეთ და თბილი მიირთვით.

საერთო გამაჯნსაღებელი სალათი ლეღვით  უნდა მოამზადოთ.

თუ ყოველ დილას ლეღვის სალათით დაიწყებთ, შეინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას, ხოლო  გულის კუნთი უფრო მარტივად გაუმკლავდება ყველაზე ძლიერ დატვირთვასაც კი.

მოამზადეთ არომატული სალათი შემდეგი ინგრედიენტებისაგან:

  • 300 გრამი ლეღვი
  • 150 გრამი შავი ქლიავი
  • 2,5 სუფრის კოვზი დაფქული ნუში
  • 1 ჩაის ჭიქა კეფირი და ნახევარი ფორთოხლის ცედრა.

აურიეთ ყველა ინგრედიეტი და მიირთვით სურვილის მიხედვით.

ახალდაკრეფილ ლეღვს პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა ერთეულ (იშვიათ) შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე იმ პირებისათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.

ეს უნდა ვიცოდეთ:

  • ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე.
  • ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის გრძნობა  და პირის სიმშრალე. ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას. ყოველივე ეს ნაყოფში უხვად შემავალი მაკროელემენტების – ადამიანის სულიერი კომფორტისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დამსახურებაა.
aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !