ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeსილამაზეამ სტატიაში გასწავლით სახლში როგორ დაამზადოთ შამპუნი - 5 წვეთიც საკმარისია, რომ...

ამ სტატიაში გასწავლით სახლში როგორ დაამზადოთ შამპუნი – 5 წვეთიც საკმარისია, რომ გააჯანსაღოს თმა!

avia.ge

ამ სტატიაში გასწავლით სახლში როგორ დაამზადოთ შამპუნი – 5 წვეთიც საკმარისია, რომ გააჯანსაღოს თმა! 

მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაუმორჩილებელი, ხვეული და დაზიანებულია. დღეს ნამდვილად არ ჭირს ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის შამპუნის არჩევა. თუ თქვენ ძვირადღირებულ შამპუნებს ხმარობთ, შედეგი კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც მოცემული შამპუნის რეკლამაში იყო, არ იდარდოთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილ შამპუნს ყიდულობთ. არსებობს მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური, შერეული თმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: თავის კანის) ტიპები. ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის იერს.

• თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა.

• თუ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება და ცუდად ივარცხნება, ესე იგი ის მშრალი თმის ტიპისაა.

• ძირებთან ცხიმიანი, ხოლო ბოლოებთან – მშრალი ნიშნავს, რომ შერეული ტიპის თმა გაქვთ.

 

 

თმა არის ადამიანის ინდლივიდუალურობის გამომხატველი ერთ-ერთი ნიშანი.ხშირად პირველ ეფექტს ადამიანი ლამაზი და მოვლილი თმით ახდენს.

ლამაზ და ჯანმრთელ თმას მოვლა ჭირდება, ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მეთოდი როგორ უნდა მოვუაროთ თმას სახლის პირობებში მინიმალური დანახარჯით.შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ და იაფ თმის მოვლის საშუალებასა და რჩევას.

ამ სტატიაში გასწავლით სახლში როგორ დაამზადოთ შამპუნი

კომერციული პროდუქტების უმეტესობა თავის კანს ბუნებრივ ზეთებს აშორებს. .
სახლში დამზადებული შამპუნის გამოყენება უსაფრთხო, ჯანსაღი, იაფი და სასარგებლოა თქვენი თმისთვის! მოდით გავეცნოთ ბუნებრივი ხელნაკეთი შამპუნის რეცეპტს:

ბუნებრივი ხელნაკეთი შამპუნი

გაანებივრეთ თმა ამ მარტივი შამპუნით:

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა გაფილტრული წყალი
  • 1/4 თხევადი კასტილის საპონი
  • 2 ჩ.კ. ავოკადოს ზეთი
  • 1/8 ჩაის კოვზი პიტნის ეთერზეთი
  • 1/8 ჩაის კოვზი ჩაის ხის ეთერზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მცენარეული გლიცერინი
  • 10-15 წვეთი ეთერზეთები

შეურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი და შეინახეთ ბოთლში.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი შამპუნის ბოთლი.
Გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. გამოყენებისას დაასხით მცირე რაოდენობა სკალპზე. შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.  ისიამოვნეთ ჯანმრთელი თმით.

ასევე, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, დაიზილეთ თმა ბუნებრივ შამპუნზე გადასვლამდე. ეს მოგაშორებთ  ყველა ქიმიკატს და მიანიჭებს თმას უფრო მეტ ბზინვარებას .

თმის დაბანის შემდეგ გამოიყენეთ იოგურტი და კვერცხი, როგორც თმის კონდიციონერი. ეს ბუნებრივი კონდიციონერი შესანიშნავია მშრალი და დაზიანებული თმისთვის და ცნობილია, რომ ხელს უწყობს თმის ზრდას და გასქელებას.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !