ხუთშაბათი, დეკემბერი 1, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაგსურთ სახეზე არასასურველი კაპილარების მოცილება? იხილეთ  4 დადასტურებული და დროში გამოცდილი მეთოდი...

გსურთ სახეზე არასასურველი კაპილარების მოცილება? იხილეთ  4 დადასტურებული და დროში გამოცდილი მეთოდი !

flekosteli

გსურთ სახეზე არასასურველი კაპილარების მოცილება? იხილეთ  4 დადასტურებული და დროში გამოცდილი მეთოდი ! 

გაგანიერებული კაპილარები აწუხებს დედამიწის თეთრკანიანი მოსახლეობის მესამედს, ისინი ჩნდება ფეხებსა და სახეზე: ცხვირის არესთან, ლოყებზე, ნიკაპზე. მათ აქვთ ობობას ქსელის ფორმა, გვხვდება ასევე წითელი ან ლურჯი კაპილარების ქსელი, ამავე ფერის ლაქები (ჰემანგიომები ან „ღვინის ლაქები“).

კაპილარები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა ფაქტორის გამო: ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (გაყინვა, საუნის ხშირი სტუმრობა), ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ზემოქმედება, ორგანიზმის ჰორმონალური დარღვევები, არანაკლებ როლს თამაშობს მემკვიდრეობა.

კაპილარები – ეს არის არა ესთეტიკური ნაკლი, არამედ ერთ-ერთი სერიოზული დაავადების ფორმა – ვარიკოზი. ერთი გაგანიერებული კაპილარის გაჩენაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ სისხლძარღვების მკურნალობაზე და მივმართოთ ექიმს, თუ ჩვენ არ მივხედავთ კაპილარებს, ისინი დაიწყებენ კანზე „გავრცელებას“.

გაფართოებული კანქვეშა და კანსშიგნითა წვრილი სისხლძარღვები და კაპილარები ხელს უშლიან სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ტვირთავენ ჯანმრთელ ვენებს ზედმეტი „მუშაობით“.

 მეთოდი 1 :

რეგულარულად განახორციელეთ შემდეგი პროცედურა. ვამზადებთ მწვანე ჩაის, სამკურნალო გვირილისა და ვარდის ფურცლების ინფუზიას (ორ ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი), გადაწურეთ და ჩაასხით ყინულის ფორმებში. გამოიყენეთ ეს ყინული მთელი სახის მასაჟისთვის წრიული მოძრაობებით. ეს პროცედურა არა მხოლოდ ამაგრებს სისხლძარღვებს, არამედ უბრუნებს თქვენს კანს ელასტიურობასა და ხავერდოვნებას.

მეთოდი 2 : 

გახეხეთ ორიოდე პომიდორი, მასას დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი და ზეითუნის ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ნიღაბი უხვად წაისვით სახის კანის ზედაპირზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ პროდუქტს ჩამოიბანთ თბილი წყლით და კანს გაიწმენდთ ცივი ალოეს წვენით (წინასწარ შედგით რამდენიმე ყლორტი მაცივარში).

მეთოდი 3

ერთი დიდი (სუფრის) კოვზი გაჭყლეტილი მწიფე ქაცვის კენკრა თანაბარი პროპორციით შეურიეთ ხაჭოს ან არაჟანს.  წაისვით ნარევი სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღბის ნარჩენები ცივი წყლით. სახის სისხლძარღვების გასამაგრებლად საკმარისია კვირაში ერთი ასეთი პროცედურის ჩატარება.

მეთოდი 4

ხმელი ასკილის ნაყოფი მოათავსეთ საფქვავში და კარგად დაფქვით. ნახევარი ს.კოვზ ფქვნილს დაუმატეთ ნახ. ს.კ. არაჟანი, დაუმატეთ 3 წვენი ლიმონის წვენი და 5 წვეთი პიტნის ეთერზეთი. Წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ, სველ კანზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით და გადაისვით ცივი კიტრის წვენი ან მწვანე ჩაის ყინული.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !