ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაბევრი მკურნალობის მიუხედავად მაინც გაწუხებთ ღვიძლი? — მაშინ სასწრაფოდ მოიშველეთ შვრია!

ბევრი მკურნალობის მიუხედავად მაინც გაწუხებთ ღვიძლი? — მაშინ სასწრაფოდ მოიშველეთ შვრია!

flekosteli

ბევრი მკურნალობის მიუხედავად მაინც გაწუხებთ ღვიძლი? — მაშინ სასწრაფოდ მოიშველეთ შვრია!

თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვშრომობთ და ვიკვებებით, ადვილი მისახვედრი გახდება რა ჯაფა ადგას საბრალო ღვიძლს.

თუ გსურთ, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელმა ორგანომ გამართულად იმუშაოს, ნუ დაიზარებთ და როგორც კი ღვიძლის დაზიანების პირველ ნიშნებს: მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას შეამჩნევთ, ეს
ნახარში მოამზადეთ:

აიღეთ 2 სადილის კოვზი შვრია და კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი
და 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. გადაწურეთ და მიიღეთ თბილთბილი, 1/3 ჭიქა.

დალევამდე ნაყენს ჭიქაში დაამატეთ 15 წვეთი კალენდულა, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქში.

გადაწურული შვრია კვლავ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, დაამატოთ წყალი და კიდევ ნახევარ საათს ხარშოთ. შემდეგ2 საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და მიიღოთ 1/4ჭიქა სადილის წინ.

შეღავათს მალე იგრძნობთ და დარწმუნდებით, რომ ხალხური მედიცინა უდიდესი საგანძურია.

რატომ არის სასარგებლო შვრია?

შეიცავს სპეციფიურ ანტიოქსიდანტებს – ავენანთრამიდებს, რომლებიც იცავენ უჯრედების მემბრანებს დაზიანებისაგან, აქვთ სიმსივნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებენ იმუნიტეტს.

ავენანთრამიდებს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ – ხელს უწყობენ ორგანიზმში აზოტის ოქსიდის პროდუცირებას, რაც აფართოებს სისხლძარღვებს და ამ გზით არტერიული წნევის ნორმალიზებას უწყობს ხელს.

დადგენილია, რომ შვრია შეიცვას ბეტა-გლუკანს, რაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონეს აქვეითებს.

აქვეითებს შაქრის დონე ს სისხლში და ნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულთათვის

შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, იწვევს ნაწლავთა პერსიტალტიკის (მოძრაობის) გაძლიერებას და შველის ნაწლავთა შეკრულობას.

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, რაც აუცილებელია ძვლოვნი სისტემის ფორმირებისათის.

შვრიისაგან მომზადებული ფაფა ლორწოვანია და კარგად ამოფენს კუჭის ლორწოვან გარსს, აქვს ანთების საწინააღდმეგო მოქმედება, ამიტომ კარგი საკვებია კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.

შედარებით ნაკლები კალორიის ფონზე შეიცავს პროტეინებს და სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რაც მას საუკეთესო საუზმედ აქცევს წონის დასაკლები დიეტების დროს .

მდიდარია ბიოტინით და ბ ჯგუფის სხვა ვიტამინებით, შეიცავს E, PP ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ნატრიუმს.

განსხვავებით სხვა მარცვლოვანებისაგან, შეიცავს მცენარეულ ცხიმს უფრო დიდი კონცენტრაციით (6,2%), უფრო მეტ ფოსფორს და მაგნიუმს, რაც ადვილად აითვისება.

varikoseti
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !