ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობასახლში მომზადებული 4 მარტივი რეცეპტი ორგანიზმიდან პარაზიტების გამოსადევნად!

სახლში მომზადებული 4 მარტივი რეცეპტი ორგანიზმიდან პარაზიტების გამოსადევნად!

avia.ge

სახლში მომზადებული 4 მარტივი რეცეპტი ორგანიზმიდან პარაზიტების გამოსადევნად!

პარაზიტი — ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე არსებები. ისინი „მასპინძელ“ ორგანიზმებს ართმევენ საკვებ ნივთიერებებს და მრავლდებიან.

მრგვალი ჭიებიდან (ნემატოდები) ყველაზე მეტად ენტერობიუსია გავრცელებული, რომელიც დაავადება ენტერობიოზს იწვევს.

ვრცელდება დაავადებული ადამიანის მეშვეობით, რომლის თეძოსა და ბრმა ნაწლავშიც პარაზიტები არიან ჩაბუდებულნი.

მომწიფებული ჭიები ღამით გამოდიან სწორი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავის კანის ნაოჭებში კვერცხებს დებენ.

ეს ქავილს იწვევს. მოქავებისას კვერცხები ფრჩხილებქვეშ და თითებზე რჩება, ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში ადვილად ხვდება თეთრეულზე, საოჯახო ნივთებსა და სხვა საგნებზე.

მათთან უშუალო კონტაქტის დროს კვერცხი ხვდება პირის ღრუში, იქიდან კი ბრმა და თეძოს ნაწლავში ჩაითესება და ზრდა-გამრავლებას განაგრძობს.

ხშირად გვსტუმრობს ასკარიდაც. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს, კვერცხები მიწაში მწიფდება.

ნატურალური რეცეპტები პარაზიტების გასანადგურებლად
რეცეპტი №1 – გოგრის თესლი და წყალი

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი გარჩეული და დაფქული გოგრის თესლი
  • ½ ჩ.ჭ. (125 მლ) თბილი წყალი

ინსტრუქცია:

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და მიირთვით დილას, უზმოზე.

რეცეპტი №2 – გოგრის თესლი და რძე

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის ჭიქა რძე
  • გოგრის თესლი – 4 ცალი

ინსტრუქცია:

  • დაფქვით გოგრის თესლი და დაუმატეთ თბილ რძეს.
  • მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

რეცეპტი №3 – ზეითუნის ზეთი და აბზინდა

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის ჭიქა (500 მლ) ზეითუნის ზეთი
  • 50 გრამი გამომშრალი აბზინდა

ინსტრუქცია:

  • ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის მინის ჭურჭელში.
  • დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.
  • დაყოვნებული საშუალება მიირთვით დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.

რეცეპტი №4 – კვლიავი

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩაის კოვზი კვლიავი
  • ნახევარი ჩ.ჭ. წყალი
  • 1/2 ჩ.კ. ნაღველა
  • 1/2 ჩ.კ. გვირილა

ინსტრუქცია:

  • დადგით წყალი ცეცხლზე, ჩაყარეთ მასში ბალახები და დუღილის დაწყებიდან ხარშეთ 10 წუთით.
  • გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით.
  • დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაილეთ დილით, უზმოზე.
  • მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა მოსპოთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !