ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაკურკუმა ლიმონის სასმელი: ამ ნარევის გამოყენებით თქვენი სხეული გაიწმინდება და შემცირდება ანთება!...

კურკუმა ლიმონის სასმელი: ამ ნარევის გამოყენებით თქვენი სხეული გაიწმინდება და შემცირდება ანთება! რეცეპტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღი სასმელია.

avia.ge

კურკუმა ლიმონის სასმელი: ამ ნარევის გამოყენებით თქვენი სხეული გაიწმინდება და შემცირდება ანთება! რეცეპტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღი სასმელია.

კურკუმას სამკურნალო თვისებები ცნობილია და ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. ეს საოცარი სანელებელი წარმატებით მკურნალობს ანთებას, ახდენს დეზინფექციას, გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები. თუ ყოველდღიურ რაციონში კურკუმას დაამატებთ, მაშინ იმუნიტეტი გაძლიერდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და მეტაბოლიზმი დაჩქარდება.

სწორედ ამიტომ, წონის დაკლების მსურველები ხშირად იწყებენ კურკუმას გამოყენებას. დღეს გაგიზიარებთ არა მხოლოდ გემრიელ, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღ სასმელს. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები და მოახდინოთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • სამი ლიტრი წყალი
  • ორი ან სამი ცალი ლიმონი
  • 150 მლ ნატურალური თაფლი
  • ორისუფრის კოვზი კურკუმა

მომზადების მეთოდი შემდეგნაერია:

ამ სასმელისთვის აიღეთ სამ ლიტრიანი მინის ქილა. ჩაიდანში ჩაასხით სამი ლიტრი წყალი და აადუღეთ. ადუღების შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაგრილების შემდეგ წყალი ჩაასხით ქილაში. თბილ წყალს დაუმატეთ თაფლი და კურკუმა. გარეცხეთ ლიმონები და გახეხეთ ცედრასთან ერთად წვრილ სახეხზე. ქილაში დაამატეთ ლიმონის რბილობი და დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ სასმელი 24 საათის განმავლობაში.

დალევის წინ აუცილებლად გაწურეთ სასმელი. მიიღეთ 120 გ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიღების კურსი სამი კვირაა. შედეგი არ დააყოვნებს!

არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ეს ჯანსაღი სხეულის გამწმენდი რეცეპტი თქვენს მეგობრებს. ეს რეცეპტი შეიძლება მათ ძალიან დაეხმაროს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას..

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !