ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაროცა გულის ფრიალი და რიტმის ცვლილება მაწუხებს, ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ და...

როცა გულის ფრიალი და რიტმის ცვლილება მაწუხებს, ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ და აღარ მეშინია !

avia.ge

როცა გულის ფრიალი და რიტმის ცვლილება მაწუხებს, ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ და აღარ მეშინია !

კრაზანა, კატაბალახა და ღიღილო

გულის აჩქარებისას ერთმანეთში აურიეთ თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი და კატაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

გულის ფრიალის დროს 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 1 საათით გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

შავი ბოლოკი

აიღეთ რამდენიმე ცალი შავი ბოლოკი და გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ
დოლბანდში. წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლი.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. შავ ბოლოკს მრავალმხრივი
ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებს, რაც სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერების შემცველობით აიხსნება.

კერძოდ, ესბოსტნეული შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს. გაითვალისწინეთ: მისი მიღება არ შეიძლება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

ძირა

დაფქვით 50 გრამი ძირას თესლი, დაამატეთ 200 გრამი შაქრის ფხვნილი და დაასხით 1 ლიტრი არაყი. დადგით 2 კვირით. დროდადრო ბოთლი შეანჯღრიეთ, რომ ძირას შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი მთლიანად გადავიდეს ნაყენში. 2 კვირის შემდეგ ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ 25-30 გრამი ჭამის შემდეგ.

კუნელი

2-2 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, შავბალახას და ბარამბოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ეს ნაყენი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.

10გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და დღით დადგით ბნელ, გრილ
ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7-7 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი. ჩვენებები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილები და შვრიის ღერო. 5გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.  ამ ნაყენების მიღება 2-3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

დინდგელის 30%-იან ნაყენს შეურიეთ კუნელის წვეთები თანაფარდობით 1:1, მიიღეთ 30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !