ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაჭარხლის ფოთლები: საუკეთესო ბრძოლის გზა ალცჰეიმერთან და ანემიასთან 

ჭარხლის ფოთლები: საუკეთესო ბრძოლის გზა ალცჰეიმერთან და ანემიასთან 

avia.ge

ჭარხლის ფოთლები: საუკეთესო ბრძოლის გზა ალცჰეიმერთან და ანემიასთან 

ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაასაბუთეს ექიმებმა, რომ მრავალი ბოსტნეულის ფოთლოვანი ნაწილი ბიოლოგიური ფასეულობით ბევრად აღემატება მათსავე ფესურებს, რომელთა გამოც ისინი მოჰყავთ. მაგალითად, ჭარხლის ფოთლებში ც ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ფესვებში.

ჭარხალში არის უ ვიტამინიც, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის მოშუშებას, ამცირებს და ანელებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს. ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ჭარხლის ფოთლები და ფესვები შეიცავს ბ1, ბ2, პ, პპ ვიტამინებს და ბევრ სხვა ღირებულ ნივთიერებას.

ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, კობალტის მარილები, რომლებიც ააქტიურებს სისხლწარმოქმნის პროცესს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ჭარხლის ფოთლების კერძები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ანემია აწუხებს. ჭარხალი შეიცავს ბეტაინსაც, რომელიც უჯრედების საშენი მასალაა და არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. ამასთან, სითბური დამუშავებისას ბეტაინი არ იშლება.

ის არსებითად ეხმარება ბავშვის ორგანიზმს, მთლიანად აითვისოს სხვა საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით – ცხიმები. მომავალი დედებისთვის ეს ნივთიერება იმითაა სასარგებლო, რომ ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს სისხლის წნევას, ხელს უშლის მის აწევას.

ბეტაინი ქოლინის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. ქოლინი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის და, იმავდროულად, სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე.

ჭარხლის ფოთლები შესანიშნავად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. უჯრედისის უხვი შემცველობის წყალობით ეს ძირხვენა შეკრულობის საწინააღმდეგო აღიარებული საშუალებაა.

ჭარხლის პექტინები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებისა და ათვისების პროცესზე, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ჭარხლის ფოთლებით უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება შეიძლება.

ჭარხლის ფოთლების სასარგბლო სალათა

დაგჭირდებათ:

  • 200 გ ჭარხლის ფოთოლი;
  • 20 გ კამა;
  • 60 გ არაჟანი;
  • გემოვნებისამებრ – მარილი.

ჭარხლის ფოთლები დაარჩიეთ, დარეცხეთ და 2-3 წუთი ხარშეთ მარილწყალში. გააცივეთ, წვრილად დაკეპეთ, ჩაყარეთ თასში, შეაზავეთ არაჟნით და მოაყარეთ დაჭრილი კამა. მოამზადეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი და არასდროს ინანებთ მის მირთმევას.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !