ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობაორგანიზმის გასაწმენდად მე ყოველთვის ამ რეცეპტებს ვიყენებ ! ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა!

ორგანიზმის გასაწმენდად მე ყოველთვის ამ რეცეპტებს ვიყენებ ! ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა!

avia.ge

ორგანიზმის გასაწმენდად მე ყოველთვის ამ რეცეპტებს ვიყენებ ! ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა!

ლიმონი კარგია ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად. ეს მარტივი
მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას, უბრალოდ,
ორგანიზმის გაწმენდისას მენიუდან უნდა გამოირიცხოს შემდეგი სურსათი: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები. გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი. ამასთანავე, სასურველია, ლიმონი თხელკანიანი იყოს.

პროცედურა ასეთია: აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაჭერით მასში 1 ცალი
ლიმონი, გააჩერეთ 2 საათს. ეს ნაყენი (ლიმონიც და წვენიც) დილით, უზმოზე მიირთვით.

თუ კუჭ-ნაწლავი არ გიმტყუნებთ, შეგიძლიათ, დღეში 2-3 ულუფაც მიიღოთ. ლიმონიანმა წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე. კურსი 10 დღეა.

მკურნალობის შედეგი ასეთია: ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოაძევებს ლორწოს, რომელიც მრავალ დაავადებას: ბრონქიტს, გრიპს, თივის ცხელებას, ფილტვის ანთებას — იწვევს.

გარდა ამისა, კურნავს რევმატიზმს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

რაც შეეხება ორგანიზმის ბრინჯით გაწმენდას, ამ მეთოდს აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდან იყენებენ. ძილის წინ 2 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი (მუქი ფერის გაუფცქვნელი). 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა დაალბოთ, მეორე დღეს წყალი გადაღვაროთ, ახალი დაასხათ, შედგათ დაბალ ცეცხლზე და მოხარშოთ. უნდა მიირთვათ უცხიმოდ და უმარილოდ.

ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენით, შემდეგ კი
კურსი გაიმეოროთ. ასეთი კურსის ჩატარება რეკომენდებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მკურნალობის შედეგი ასეთია: იწმინდება შარდ-სასქესო სისტემა, სახსრებიდან გამო-
დის დანალექი მარილები, ორგანიზმიდან იდევნება ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმლებისა და ღვიძლის მუშაობა.

ორგანიზმის გასაწმენდად ასევ შესანიშნავი საშუალებაა თალგამის წვენი. გაგიზიარებთ ამ რეცეპტსაც.

წვენის მომზადებამდე თალგამი უნდა გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, მერე კი გააცალოთ, ოღონდ კი არ გაფცქვნათ, არამედ ახალი კარტოფილივით გაფხიკოთ. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ, თალგამი წვრილად გახეხოთ და დოლბანდში გაწუროთ. წვენი მაცივარში უნდა შეინახოთ. მიღების წესი კი ასეთია:

უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ნებისმიერ დროს. თალგამის წვენის სმისას უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი კერძები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილოგრამამდე თალგამი, რომლის წვენიც 2-3 თვე უნდა გეყოთ.

გამონაწურ თალგამს ნუ გადაყრით — დააყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაასხით მცენარეული ზეთი, დააჭერით ხახვი და მიირთვით. ეს სალათი წვენის ეფექტს აძლიერებს ორგანიზმის გაწმენდას უფრო მეტად უწყობს ხელს.

მკურნალობის შედეგი პირველივე კურსის შემდეგ ხდება თვალსაჩინო: საჭმლის მონე-
ლების პროცესი საგრძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო ქრონიკული დაავადებები მიიძინებს. 1 კურსის შემდეგ აუცილებელია, 3-4 თვე შეისვენოთ, მერე კი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !