ხუთშაბათი, ოქტომბერი 6, 2022
იაფი ავიაბილეთები
Homeჯანმრთელობა სანელებლები, რომლებიც კლავს ყველა ბაქტერიას და იცავს  ტვინის უჯრედებს - ეს ყველამ...

 სანელებლები, რომლებიც კლავს ყველა ბაქტერიას და იცავს  ტვინის უჯრედებს – ეს ყველამ უნდა გაიგოს ! 

avia.ge

 სანელებლები, რომლებიც კლავს ყველა ბაქტერიას და იცავს  ტვინის უჯრედებს – ეს ყველამ უნდა გაიგოს ! 

ჩვენ ვიცით, რომ მწვანილი და სანელებლები ძლიერი ანტიბიოტიკებია, მათი რეგულარულად მცირე დოზებით საკვებში დამატებით, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი იმუნური სისტემა!

Ქვემოთ მოცემულია საუკეთესო 4 სანელებლის სია, რომლებსაც აქვთ პოლიფენოლების მაღალი შემცველობა.

გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაამრავალფეროვნოთ თქვენი კვების რაციონი მათთან ერთად.

ორეგანო მიკრობების წინააღმდეგ

ორეგანო K ვიტამინს და უამრავ მჟავას შეიცავს, რომელიც შესაბამისი დოზირების დროს ატარებს ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბიოტიკურ ხასიათს, მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, ძილის მარეგულირებელი,  გვეხმარება საჭმლის მონელებაში, წმენდს ორგანიზმს შხამებისგან და არასასურველი ნარჩენებისგან.

ორეგანოს გარეშე არც ერთი პიცის სახეობა და მაკარონის სოუსი არ კეთდება . შეგიძლიათ ორეგანო დაუმატოთ ათქვეფილ კვერცხს, სუპებს, სალათის სოუსებს და მოაყარეთ შემწვარ ბოსტნეულს.

როზმარინი –  შეუცვლელია მეხსიერების გაუმჯობესების საქმეში.

ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში, ექიმები მას ტვინის მუშაობის დარღვევების მქონე პაციენტებს უნიშნავდნენ. დღეს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მცენარის გამოყენება ადამიანს გონებრივ საქმიანობაში ეხმარება.

როზმარინი  კარგ გემოს ანიჭებს ღუმელში მოხარშულ კერძებს, შემწვარ  ბოსტნეულს, ხორცსა და მარინადებს, ასევე თევზს. გამოიყენეთ იგი ლიმონათის არომატისთვის, ზეთში ჩაასხით, გამოიყენეთ მცენარეული ჩაის დასამზადებლად.

როზმარინი არის მატონიზირებელი და გამამკვრივებელი საშუალება. რეგულარული გამოყენებისას ხსნის სტრესს, ნერვულ დაძაბულობას, აუმჯობესებს ნევროზის მდგომარეობას, ზოგად გადაღლას და ძლიერ სისუსტეს.

ქონდარს –  აქვს ანტისპაზმური და მატონიზირებელი თვისებები. აადვილებს მონელების პროცესს, აძლიერებს მადას, ხელს უწყობს გაზების გამოდევნას და ამშვიდებს კუჭის სპაზმს. ცხიმიან საკვებს ქონდარი აუცილებლად დაამატეთ – ეს გადამუშავებას გააადვილებს.

• ააქტიურებს დეზინტოქსიკაციის ფუნქციებს და დიურეზის პროცესს. გრიპისა და რევმატიზმის, ან ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული პრობლემების დროს ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.

• საკვების შემდეგ ქონდრის ჩაის მიღება დაგეხმარებათ გამოფხიზლებასა და თვლემის დაძლევაში

• ქონდრის აბაზანები ართრიტითა და რევმატიზმით გამოწვეული ტკივილის დაამებაში დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ ისევე როგორც ორეგანო. დაამატეთ იგი სალათის სოუსებში, სუპებში, მაკარონის სოუსებში და სხვა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები  თვლიან, რომ ქონდარი ანტიოქსიდანტური აქტივობით E ვიტამინის მსგავსია.

Სალბი ანთების საწინააღმდეგოდ

სალბის ყველა ნაწილი (ღერო, ფოთლები, ყვავილები), შეიცავს ეთერზეთს, ფოთლებში აგრეთვე არის ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, ურსოლის, ოლეანოლის მჟავები, პარადიფენოლი, B ჯგუფის ვიტამინები.

სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიოსტატიკური თვისებების, მადეზინფიცირებელ საშუალებას პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს.

ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ბრონქიტების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი, შარდმდენი საშუალება.

სალბი კარგად უხდება შემწვარ ბოსტნეულს, ხორცს და თევზს. დაამატეთ მწიკვი ხმელი სალბი მაკარონის კერძებს, განსაკუთრებით ნაღების სოუსებს და ნებისმიერ სუპს.

aviabiletebi online
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !